• რეკლამა
  • კონტაქტი
18:20, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “თამაზაშვილმა იმ ქალის მოკვლის ბრძანება გასცა, ვინც ამ საუბარს შეესწრო” – კოტე ციხისთავი მოკლული ქალის ვინაობას ამჟღავნებს

ალია ავტორი - ალია
00:14 01-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
477

ტვ “ფორმულასთან”, ჟურნალისტ ვახო სანაიასთან გიორგი სანაიას მკვლელობაზე და არამარტო საუბრობს ყოფილი პატიმარი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ციხე – კოტე ციხისთავი.

იგი გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვაში და შესრულებაში ხელს ადებს შოთა ჭიჭიაშვილს და ამბობს, რომ პირადად მოისმინა, როგორ მისცეს ჭიჭიაშვილს გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება თამაზ თამაზაშვილმა და კახა ბაკურიძემ.

კოტე ციხისთავი ჰყვება, რომ იგი დაკავშირებული იყო ჭიჭიაშვილთან და როგორც მოგვიანებით მიხვდა, მოტივი ჭიჭიაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედებების მოტივი იყო პანკისში სიტუაციის არევა და რუსის ჯარის შემოყვანა იყო, “სულ ზემოდან მოდიოდა ყველაფერი, გატაცებებიც…”

კოტე ციხისთავი:

“ბაკურაძე განსაკუთრებით ხშირად ჩამოდიოდა დუისში, გოდერძი გოდერძიშვილი ჰყავდათ “შოფრად” მაგასაც და თამაზაშვილსაც.

რაც ეჭვი გაგვიჩნდა, მას მერე თვალს ვადევნებდით ჭიჭიაშვილს. დუისში რომ შევდივართ, ბაზარი იყო მარჯვენა მხარეს და მარცხენა მხარეს ჩვენი სახლი იყო, სადაც ვიყავით. ჩვენ იმ შეხვედრის დროს იქ არ უნდა ვყოფილიყავით. “დვიჟოკი” გვქონდა ჩართული, რომელიც გარედან შემოსულ ხმას ახშობდა. ჭიჭიაშვილთან იყო მოსული ქალი, ვისაც მოყვანილი ჰყავდა ჭიჭიაშვილის ნათესავი ბავშვები. ეს ქალი რომ წავიდა, მოვიდნენ თამაზაშვილი და ბაკურაძე. როგორც მერე გავიგე, ბავშვებს დარჩათ სათამაშო და ეს ქალი მერე უკან მობრუნდა. ეს ქალი შინაურულად იქცეოდა მანამდეც, რაღაცეები დარეცხა, სადილი გაამზადა, ეს ქალია ნაირა მარგოშვილი. წესით, მას უნდა გაეგონა საუბარი. ჩვენც გვესმოდა საუბარი, სპეციალურად შემოვედით გვერდით ოთახში მოსასმენად.

თამაზაშვილი ჭიჭიაშვილს ეუბნება, რომ სანაია მისი პრობლემაა. ხან ბაკურაძე საუბრობდა და ხან თამაზაშვილი. თქვეს რომ გიორგი სანაია ხელს უშლიდათ. ჭიჭიაშვილს ბაკურაძემ და თამაზაშვილმა მისცეს დავალება და ჭიჭიაშვილი დაეთანხმა.”

იგი ჰყვება, რომ ეს შეხვედრები საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო, რადგან ჭიჭიაშვილი დამნაშავე იყო და ისინი შსს-ს მაღალჩინოსნები.

კოტე ციხისთავი:

“ნაირა მარგოშვილმა რომ ვერ იპოვა სათამაშო, შევიდა, მიესალმა. ცოტა ხანში წავიდა. მალევე წავიდნენ ესენიც და თამაზაშვილმა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს რა არის, ხვალ მთელი ხეობა უნდა ლაპარაკობდეს ამ შეხვედრაზე? ეს ამ ქალის მკვლელობის ბრძანება იყო.

გვამის ეგზუმაცია არ მომხდარა, არ არსებობდა სისხლის სამართლის საქმე. დაკითხვაზე მოვყევი სად მოხდა, როგორ მოხდა. ჭიჭიაშვილმა მოკლა. ისიც ვთქვი რა იარაღით მოკლა. მანქანაში მოკლა და ის მანქანაც ვუთხარი, რომელ მანქანაშიც მოკლა. ის მანქანა მერე კი გარეცხა, მაგრამ მაინც დარჩებნოდა კვალი.

ერთ მხარეს იმართება მიტინგები, მიტინგს მართავს ის, ვინც მონაწილეობს გატაცებებში და თან ვითხოვდით, რომ პანკისი მხარეს აღარ გაეტარებიათ მანქანები. კონფლიქტის პროვოცირებას ვახდენდით და ეს რომ გაბაზრებული ხელს შეუშლიდათ.”

(ვიდეო) – “გავიგონე, რომ თამაზაშვილმა გიორგი სანაიას მოშორების ბრძანება გასცა” – სკანდალური ინტერვიუ, სადაც გიორგი სანაიას მკვლელობაში ყოფილ მაღალჩინოსნებს სდებენ ბრალს

თეგები: გიორგი სანაიავახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved