• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “სწყინთ და…” – რა კითხვებზე ვერ მიიღო პასუხები “ენმ”-სგან ჩარკვიანმა და რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ?

ალია ავტორი - ალია
19:44 10-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

თაკო ჩარკვიანი, პირველი არხის ეთერში, რუსთავის ციხესთან, აქციაზე მომხდარზე საუბრობს და ამბობს:

“მე მხოლოდ ვუპასუხე ნიკა მელიას, ემიგრანტებმა დაიძახეს, 30 რიცხვი ცოტა შორს არისო. მე ემიგრანტებთან ერთად ვიყავი იქ მისული. ნიკას რეაქცია მოჰყვა, უპასუხა… ისინი ძალიან არიან დაკავებულები არჩევნებით. მე არ დავაყენე თბილისში კანდიდატური, სწორედ იმიტომ, რომ აქეთ სახალხო მოძრაობას მიაქციო ყურადღება და თან დასდევდე შენ კანდიდატებს, გამორიცხულია. მე ნიკა მელიას ვემხრობი, ხელს არ შევუშლი, მაგრამ სკეპტიკურად ვუყურებდი, კითხვები გამიჩნდა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია,

ვწუხვართ ყველა, ვღელავთ, კითხვები დავსვი – შიმშილობს, გესმით და როცა 4 რიცხვში აცხადებ, აი, მეორე ტური, ცუდად მომხვდა… მართლა დიდი გამარჯვება ჰქვია, ტომრებით მოსიარულე ხელისფლებას რომ მეორე ტური აქვს წინ, მაგრამ მოგება ნიშნავს იმას, რომ დაიდოს მოგება. მე მაქვს გამოცდილება 2018 წელს, გვახსოვს რა ჩაატარა თვალცრემლიანმა ივანიშვილმა.

პასუხები ‘ენმ”-ისგან ვერ მივიღე. თუ გვინდა რომ მეორე ტური დაიდოს ისე, რომ არ გაგიყალბონ, ამიტომ უნდა გვრგვინავდეს რუსთაველი.”

თაკო ჩარკვიანმა ისაუბრა არჩევნების შედეგებზეც:

“ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არჩევნებში, ერთადერთ რაიონში მივიღეთ მონაწილეობა, ეს იყო წალკა. ერთადერთი კანდიდატი გვყავდა. პარტიას “კანონს და სამართალს” მონაწილეობა არ მიგვიღია. ძალიან არასწორად მოიქცნენ და უნდა ყოფილიყო დიდი საერთო გაერთიანება, რაც ოპოზიციამ არ გააკეთა. ეს დიდი შეცდომა ქართველს დასდევს თან და იმიტომ ვართ სულ წაგებული, რა მესამეძალება და რა მეხუთე? ვინ ვინ აღმოჩნდა პროცენტულად? “ევროპული საქართველო” ცალკე განადგურებულია. ნიშნისმოგებით არ ვლპარაკობ, სწყინთ და… ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა მზარდი და ნურც მათ ნუ ეწყინებათ, ეს მათი დევნილი ლიდერის დამსახურებაა, ნიკა მელიაც კარგი ადამიანი და კარგი ლიდერია, მაგრამ სხვა მასშტაბის ლიდერია სააკაშვილი და თან დევნილი რუსეთის მიერ. 100 ათასობით ადამიანი მოამატა და უჭირავს პარტია ამდენი წლის განმავლობაში, არნახული ამბავია, ეს მისი ნიჭის გამოვლინებაა, სანამ ნიკა იქნებოდა, ძალა ერთობაშია იყო…

2018 წელს ჩემთან სახლში მოვიდნენ თხოვნით ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, სხვა ლიდერები და ასე ჩავერთე მე. გავაანალიზე, რომ ერთობის დრო იყო. მე ახლა ვურჩევ პარტიებს, მოახერხონ გამთლიანება. ეს არ არის ჩვეულებრივი ბრძოლა, როცა ამბობენ, რომ ორპოლუსიანობაა, ნაციონალური პარტიის მზარდი რეიტინგი კი არ ქმნის, ორპოლუსიანობას ქმნის ის, რომ ხალხი გრძნობს, ერთ მხარეს არის რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება და მეორე მხარეს არის (…) მომრჩეველი.”

“ნიკა, შენ გასაგონად ვამბობ… პრეზიდენტს უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები დავრჩებით” – თაკო ჩარკვიანი
თეგები: თაკო ჩარკვიანინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved