• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე” – “იმედმა” “ევროპულ საქართველოს” რეკლამის გაშვებაზე უარი უთხრა

ალია ავტორი - ალია
15:01 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ტელეკომპანია იმედმა ევროპულ საქართველოს წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვებაზე უარი უთხრა.

ტელეკომპანია იმედი ამბობს, რომ მათი რეკლამა სიძულვილის ენას შეიცავს და ამიტომ არ გაუშვებენ მათი ეთერით.

“ტელეკომპანია იმედი სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარს ამბობს, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს ეს რეკლამა. პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო.

არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს. ტელეიმედის საეთერო დრო სიძულვილის ენის ტირაჟირებას არ დაეთმობა”,-  ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ფაქტს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“იმედმა თქვა ევროპული საქართველოს კლიპი სიძულვილით სავსეა და არ გავუშვებთ ეთერშიო. სისხლი რომ ჩამოსდიოდათ კედელზე, სისხლიანი 9 წლის აღსანიშნავად, და ჰეროკრატია რომ repeat mode-ზე აქვს დაყენებული, ის არხი გვესაუბრება სიძულვილზე.

და სიძულვილი გამოიხატება იმაში, რომ მოღალატეებად და კორუმპირებულებად მოვიხსენიებთ ქართულ ოცნებას და ადამიანებს დახმარებას ვთავაზობთ თუ მათ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნიან. ჯერ სად ხართ – ძალიან კარგი შინაარსი გელით წინ.

P.S. და რა ნაივურობაა იმის ფიქრი, რომ ასეთი მოქმედებებით უფრო არ გავზრდით ინტერესს იმის მიმართ, რასაც ინტერნეტით ისედაც ყველგან გავავრცელებთ”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved