“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე:
“ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!
მართლა შოკისმომგვრელი და შეურაცხმყოფელია ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“!
სწორედ ამიტომ, აუცილებლად ვიკრიბებით ყველანი რუსთაველზე, 24 თებერვალს, რომ გავაგონოთ ჩვენი, ქართველი ხალხის ხმა ამ უღირს ადამიანებს!”
კომენტარები