საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინტერნეტში ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, თავის გადაჩენის მიზნით, ორი, 3 და 10 წლის ბავშვი ცეცხლმოკიდებული შენობიდან როგორ გადმოხტა. უფროსმა ჯერ სამი წლის ბავშვი გადმოაგდო ფანჯრიდან, ხოლო შემდეგ თვითონ გადმოხტა.
ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაში 17 ადამიანი იმყოფება, რომლებიც დაკვამლიანების შედეგად მოიწამლნენ. ასევე ცნობილია, რომ ბავშვების დაჭერის შედეგად ორ ადამიანს მხრის მოტეხილობა აღენიშნება და ისინიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.
ხანძრის შედეგად, 100 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა მთლიანად დაიწვა.
კომენტარები