• რეკლამა
  • კონტაქტი
14:36, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “შეგიძლიათ ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას… გარწმუნებთ არაფერი გამოვა, არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენსა და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ” – კალაძე

ალია ავტორი - ალია
16:31 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ჩართვის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და თქვა:

“გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს, რომ ამ ქალაქის განვითარებაში იყოთ ჩართულნი, თქვენ საზოგადოების რადიკალურ, მაგრამ მაინც, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, თუმცა, ვხედავ, რომ თქვენ კვლავ დესტრუქციის, ცილისწამების გზას ირჩევთ.

თქვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ხართ, რომელიც, 9 წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა და შექმნა ვირტუალური საქართველო, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და თურმე, არავინ არაფერი იცოდა იმაზე, თუ რა ხდებოდა ციხეებში, ბიზნესთან, ქონებების წართმევებთან, ადამიანების მკვლელობებთან, გაუბედურებასთან დაკავშირებით. თქვენი მინისტრები თანამდებობებზე არაფრით მოდიოდნენ და მილიარდიანი ქონებებით გადიოდნენ პოლიტიკიდან. ამ ფულს კი, ისეთი ტრაგედიებითაც კი შოულობდნენ, როგორიც აგვისტოს ომი იყო. სამარცხვინოები ხართ. თქვენ იმ ადამიანსაც წარმოადგენთ, რომელმაც თბილისის ბიუჯეტს 48 მილიონი მოჰპარა. დღეს, მეგის ქარდავასა და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელად სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში ტყუილად ზის. ეს ის სააკაშვილია, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს უწოდებს და უტიფრად ამბობს, რომ არა ათასობით, მის ციხეში ნაწამები ადამიანები, არამედ თავად არის წამების მსხვერპლი. საწყალი, თურმე, საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს მას თრგუნავს. აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და, როგორც ჩანს, ყოველთვის ასეთებად დარჩებით. აი, ეს ხალხი, ჩვენგან ითხოვთ, რომ იდეალურები ვიყოთ. დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში.

თქვენ შეგიძლიათ, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ რევოლუციას და თქვენს ლიდერ მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ ციხიდან. ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ არაფერი გამოვა, როგორც არ გამოვიდა გასული რვა წლის განმავლობაში. ჩვენ კი, გავაგრძელებთ საქმის კეთებას, თბილისისა და თბილისელების უკეთესი მომავლის შენებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც დავპირდით მოსახლეობას, ოღონდ – თქვენი მონაწილეობის გარეშე. თქვენ კი, ისეთივე ცხვირჩამოშვებულები, იმედგაცრუებულები და ძალაგამოცლილები დარჩებით, როგორიც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყავით. თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის – რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის. მინდა, გული დაგწყვიტოთ და გითხრათ, არაფერი ცუდად არ იქნება, მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობისა და განვითარების წლები იქნება. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება, ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას, ჩვენსა და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება.

ჩვენ თბილისის აღმშენებლობის ახალ ისტორიას დავწერთ. ჩემს თანაგუნდელებს მოგიწოდებთ, არცერთი დღე, არცერთი წამი არ დაკარგოთ უსაგნო კამათისთვის, სრულად ორიენტირდით საქმეზე, თბილისისა და თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე. უფრო მეტად მწვანე, უფრო ჯანსაღი, მდიდარი და სიცოცხლით სავსე თბილისი იყოს ჩვენი პასუხი ყველა იმ ცილისწამებაზე, რომელსაც ოპონენტებისგან მოვისმენთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა თბილისისა და თბილისელების წინაშე და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ! ადამიანურად გპირდებით, ისეთ პროექტებს გავაკეთებთ, როგორითაც ყველა იამაყებს და, ოთხი წლის შემდეგ, ერთმანეთის თვალებში ჩახედვის არ შეგვრცხვება. ბოლოს კი გეტყვით, დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია, სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა. გვიყვარდეს ერთმანეთი“

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved