ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ ცდილობდა რუსული გამანადგურებელი ამერიკული სადაზვერვო დრონის ჩამოგდებას.
ამერიკის ევროპულმა სარდლობამ ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს თუ როგორ უახლოვდება ორჯერ უპილოტო საფრენ აპარატს რუსული სუ 27. ასევე ჩანს თუ, როგორ გადაასხეს საწვავი რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს.
სარდლობის ინფორმაციით, უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო-კადრი მას შემდეგ იშლება, რაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.
კომენტარები