რუსი ოლიგარქის შვილი, პაველ კოპილკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარჯანიშვილის მოედანზე ქართველებსა და საქართველოს აგინებდა, მიმართვას ავრცელებს:
“რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვედი და ქართველების და ქვეყნის ლანძღვა დავიწყე. მომხდარი მხოლოდ იმით შემიძლია ავხსნა, რომ ნერვული შეტევა მქონდა და გავაკეთე ყველაზე ცუდი რამ, რაც თავში მომივიდა და სიმართლე ისაა, რომ ასე არ ვფიქრობ. ვიმედოვნებ, შესაძლოა ქართველები დამიჯერებენ და შეძლებენ ჩემს პატიებას.
მივდივარ საქართველოდან, უნდა ვიმკურნალო. თუ ქართველები გამიგებენ და ოდესმე ამ ქვეყანაში დაბრუნებას შევძლებ, მსურს როგორმე გამოვისყიდო ჩემი დანაშაული ქართველების წინაშე. სულ ეს არის. კიდევ ერთხელ, გთხოვთ მაპატიოთ.”
კომენტარები