ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“ჩემი საყვარელი ბიჭის დაბადების დღე დადგა. სიკვდილის აღარ მეშინია, ამ ქვეყნიდან მისი წასვლის შემდეგ. როდის შევხვდებით, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად შევხვდებით. ვაკოცებ და პირველი, რასაც ვეტყვი, როგორ მომენატრე ბიჭოთქო.
ეთერში ვზივარ ახლა და რომ ვიცოდე სადმეა და ცოცხალია, მივყრიდი ყველაფერს, სტუდიიდან გავიქცეოდი და ბევრს ვაკოცებდი.
დაბადების დღეს გილოცავ, ჯაკო”
დღეს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ლევან ჩხაიძე, ჯაკო, 36 წლის გახდებოდა. იგი სამი წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად თრომბი სახელდება.
კომენტარები