• რეკლამა
  • კონტაქტი
23:56, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – როგორ დახვდა ენმ-ს საჩხერე და რა უთხრა ივანიშვილის თანაქალაქელებს სააკაშვილმა?

ალია ავტორი - ალია
16:07 10-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

მიხეილ სააკაშვილი საჩხერლებს ენმ- ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი კაპანაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ ქალაქში, ონლაინ ჩაერთო და მხარდამჭერებს მიმართა:

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1054960311602490/

როგორი ხრიკებიც არ უნდა ჩაატარონ, რა ამბებიც არ უნდა მოგვიმზადონ, როგორი გაყალბებისთვისაც არ უნდა ემზადოს ივანიშვილი, ყველაფერს აქვს თავის დასაწყისი და თავის დასასრული. ამ დიდ ტყუილს, ილუზიასა, დაცინვას, ჩვენი ამაყი ერის, ამ ყველაფერს მოეღება ბოლო. საქართველო იმსახურებს ბევრად უკეთეს მომავალს, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიმართვისას მან პანდემიაზე და იმ მძიმე ეპიდვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ახლა საქართველოშია. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ გაფლანგა დრომ, ფული და ყველა ის რესურსი, რომელიც ვირუსთან საბრძოლველად უნდა გამოეყენებინა.

მათ ტყუილებს აქვს კონკრეტული ადამიანური ფასი, ყოველდღე პანტა- პუნტით გვეხოცება ხალხი ახალი ვირუსისგან იმიტომ რომ ჯერ კიდევ ივნისში გამოაცხადეს მეორე ტალღა და იგივე კაცი, რომელიც თავს ადარებდა მუშკეტერს, დღეს ამბობს, რომ მეორე კი არა მხოლოდ პირველი ტალღა იწყება. 

იმის მაგივრად რომ მომზადებულიყვნენ მთელი ფული, რომელიც მიიღეს, შეჭამეს. მთელი ეს ფული დახარჯა გახარიამ, ივანიშვლის ძმამ ადიკომ, თავის სასტუმროებზე, თავის ნათესავებზე, თალაკვაძის ძმა დანიშნეს სასწრაფოების უფროსად და იმის მერე სასწრაფო თურმე 4 საათი აღარ მოდის და მერე რა მოხდაო, კიდევ დაგვცინიან. მერე რა მოხდა ხალხი იხოცებაო, ერთ ერთი მუშკეტერი ამბობს” ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხალხს მასიურად აღარ მოუწევს სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლა და ქვეყანას “1 ადამიანი დატოვებს”

“სპეციალურად გავხსნით ჭორვილაში ერთდღიან საერთაშორისო აეროპორტს და ცალმხრივი რეისით ჭორვილა- მოსკოვი ჩაბარდეს თავის პატრონს გაზპრომში” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი სწორედ მათ უჭერს მხარს.

თეგები: 2020 არჩევნებიბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved