ნარიმან მაქარაშვილს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ბერ ნიკოლოზად მოიხსენიებს, საკუთარმა მრევლმა შობა-ახალი წელი მიულოცა.
მიმდევრები, ტრადიციულად ფონიჭალაში, მის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ. მათ თავიანთი ემოციების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს, სადაც ციტირებენ თავად ნარიმან მაქარაშვილის სიტყვებს, რომელმაც სახლთან შეკრებილ მრევლს კანფეტები დაურიგა.
„ოქროზე მეტია მამა ნიკოლოზის კანფეტი. რა ოქრო, სასუფეველი გვიდგას წინ“, – ისმის მიმდევრების სიტყვები ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში თავადვე გაავრცელეს.
კომენტარები