• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ქუჩაში, ტალახში დამაგდო და თმით მიმათრევდა, დედის, დის, დის ქმრის, დის მულის თვალწინ მცემდა – ნათია ბერიძის შოკისმომგვრელი აღიარება

ალია ავტორი - ალია
18:18 04-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

ჟურნალისტი ნათია ბერიძე მეუღლის მხრიდან ძალადობაზე თიკო ფეიქრიშვილის რუბრიკაში „ქალები“ „იმედზე“ საუბრობს:

“პირველივე დღეს, მას შემდეგ, რაც ხელი მოვაწერეთ, როცა საღამოს სახლში მასთან მივდიოდით, ქუჩაში, მოწმენდილ ცაზე, აბსოლუტურად ფხიზელმა, აბსურდული რაღაცების თქმა მომთხოვა… მომიყევი, რამდენი საყვარელი გყავდაო. კი ვიცი, მაგრამ შენგან მინდა რაღაცების გაგებაო.

ამის გამო ისე მცემა ქუჩაში… იქვე ახალგაზრდები იდგნენ და არავინ ხელი არ გაანძრია. ფიზიკურად ვერ გამოვიქეცი, წამართვა ტელეფონი, ტაქსიშიც იგივე გააგრძელა, ტაქსის მძღოლსაც ხმა არ ამოუღია. ვერავის ვთხოვე შველა. ქუჩაში გადმომიყვანა, ტალახში დამაგდო და ისე თმით ასე მიმათრევდა.

შემთხვევით მეზობელთან ქეიფობდა ხალხი და ისინი გამოვიდნენ, მიშველეს, გამოვითავისუფლე თავი, შევვარდი სახლში ნივთების ასაღებად, რომ გამოვქცეულიყავი და იქ დამხვდა მისი ოჯახი. ტალახიანი და ნაცემი შევედი. ზუსტად ორ წუთში შემოვარდა და სანამ არ გავითიშე, იქამდე მცემა. ყველა იქ იყო, დედა, და, დის ქმარი, დის მული და ვერავინ მიეკარა.

ფიზიკურად წინააღმდეგობის ძალა აღარ მქონდა და გათიშულს თავი დამანება. დედამისი გამოიწია ერთხელ და მასზეც გაიწია. მეტი არავინ ჩარეულა. მან მითხრა, ან 5 წუთში წახვალ აქედან, ან ვერასდროს წახვალო. წამართვა ტელეფონი, საფულე, ტრანსპორტი არ დადიოდა, ღამის სამ საათზე. იცოდა, რომ ისეთი ნაცემი ვიყავი, ფეხს დამოუკიდებლად ვერ გადავადგამდი… ვუთხარი, რომ დილით რომ გაიღვიძებდა, აღარ დავხვდებოდი, ჩემი ენა ჩემი მტერი აღმოჩნდა. ტუალეტშიც კი ვერ გავდიოდი მის გარეშე. ვიყავი ტყვეობაში, მისი ოჯახის წევრები ჯალათებივით თავზე მედგნენ, თუკი სადმე გადიოდა. მერე დედამისის ლაპარაკიდან მივხვდი, რომ ეშინოდათ, მათზე არ გადასულიყო მისი აგრესია და მე შემწირეს…“

შეგახსენებთ, ნათიამ პირველად ამ ძალადობაზე ათის დღის წინ დაწერა სოციალურ ქსელში:

თქვენი ბრალია, რომ ხმის ამოღების გვეშინია, რომ არ მოგვაძახოთ განათხოვარი ბო@ები ვართ და ნორმალური ქალი ოჯახს უნდა ინარჩუნებდეს ყველაფრის ფასადო! – ნათია ბერიძე
თეგები: ნათია ბერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved