• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ქუჩა უნდა ავიღოთ ხელში, “ოცნება” ელოდეთ სიურპრიზებს!” – გუბაზ სანიკიძე

ალია ავტორი - ალია
22:45 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის ეთერში ამბობს:

“ოპოაზიცია მრავალფეროვანია, მრავალწახნაგოვანი, მრავალსართულიანი, რთული პროცესია… წამსვლელი უნდა წავიდეს. მიმდევარი ვარ ძველი იაპონური სიბრძნის” არ შეაკავო მომსვლელი, არ შეაჩერო წამსვლელი.” რაც მეტი დრო გადის, უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას ის მონოლითი დაარღვიოს, რაც ისახება ოპოზიციაში.

მე პირადად მიმაჩნია და მყავს თანამოაზრეებიც, რომ ოპოზიციამ, გარდა ბოიკოტისა, უნდა შესთავაზოს საზოგადოებას პოლიტიკური დღის წესრიგი. ოპოზიცია არ არის პარლამენტის შენობაში, მაგრამ ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ორგანო, რაღაც ჭერქვეშ შევიკრიბოთ და გადავიდეთ მუშაობაზე.

როცა ვამბობთ რომ ხელისუფლებას უნდა დავათმობინოთ საარჩევნო კანონი – ოპოზიციას გვაქვს საარჩევნო კანონის ერთიანი ვარიანტი? არა გვაქვს.

ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ოპოზიოციაში პოზიტივია და ხელისუფლებაში – ნეგატივი. ჩვენ უნდა დავდოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი. სამუშაო ბევრი გვაქვს. “ლელოს” კარგი პროგრამა აქვს, “მარშალის გეგმა”, გიორგი ვაშაძესაც თავისი მოსაზრებები აქვს, “ენმ”-საც – ამ პროგრამების შეკუმშვას და ერთ პროგრამად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

დრო ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, საკუთარი წონით გაისრისება “ქართული ოცნება”, ხელის მიყოლებაც არ დაჭირდეს, შეიძლება. პარალელურ რეჟიმში, საჭიროა ზეწოლა ხელისუფლებაზე, რახან ქუჩაში დავრჩით, ქუჩა უნდა ავიღოთ ხელში… აქციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი…

ოპოზიცია არ არის გლადიატორების კრებული, საზოგადოებამაც უნდა გამოიღოს ხელი. ქვეყანა მიდის მოუსავლეთისკენ. ოპოზიციას რაც შეუძლია გააკეთებს, მაგრამ პროტესტს სჭირდება მართვა, თორემ, ასე თუ გაგრძელდა, უნამუსოებთან საუბარს აზრი არა აქვს. ეს ხელისუფლება დაანგრევს ქვეყანას. ოპოზიცია და საზოგადოება განწირულია თანამშრომლობისთვის, რაც უფრო დროულად მივხვდებით ამას, უკეთესი იქნება. ჩვენ არა ვართ სუპერმენები. ამ საქმეში დიდი და მცირე არ არის. ქუჩას აქვს ძალიან დიდი ძალა.

იდიოტებისთვის: დემოკრატიის სამშობლო ქუჩაა. საქართველოშიც ქუჩას ბევრი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ეროვნული მოძრაობაც ქუჩიდან მოდიოდა. დღევანდელი ქართული ოცნება არა ხართ ამ ქვეყნის არისტოკრატია, არა ხართ ამ ქვეყნის მარილი, ამიტომ თქვენ როგორც გინდათ ისე ვერ იქნება, ელოდეთ სიუპრიზებს ქართველი ხალხისგან.”

თეგები: 2020 არჩევნებიგუბაზ სანიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved