სოციალურ ქსელში ვრცელდება პუტინისა და ბორტგამცილებლების შეხვედრის ვიდეო, რომელმაც კითხვები გააჩინა – პუტინი რომელიც ლავროვსა და მაკრონს ლამის 20-მეტრიანი დისტანციით ელაპარაკებოდა, რატომ იჯდა ამდენ ადამიანთან ასე ახლოს. მალევე გამოითქვა ეჭვი, რომ ვიდეო დამონტაჟებულია და ამის დამადასტურებელი ამონარიდიც გავრცელდა.
ვიდეოს ავრცელებს ჟურნალისტი ვახო სანაიაც და წერს:
„რუსეთის პრეზიდენტი იმდენად შეშინებულია, გარშემო არავის ენდობა. ეს ვიდეო ამ ფაქტის მტკიცებულებაა.
პუტინის ლაპარაკი ცალკეა ჩაწერილი.
მაგიდის გარშემო მსხდომნი ცალკე გადაიღეს.
მერე დაამონტაჟეს.
ვისაც ტელევიზიასთან შეხება აქვს, ყველამ იცის, რომ ეს მარტივი გასაკეთებელია ტექნიკურად.
მწვანე ფონზე დადგები, რასაც გინდა გადაიღებ, ამოჭრი გამოსახულებას და მერე რა გარემოშიც გინდა, ჩასვამ.
ეს შეხვედრა რომ დამონტაჟებულია, ამის უტყუარი საბუთია პუტინის ხელი, რომელიც მიკროფონს კვეთს – ასე ვთქვათ, მიკროფონს შუაში ჭრის თითებით.“
კომენტარები