• რეკლამა
  • კონტაქტი
06:45, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ოდიშარია დასვრილია კორუფციაში და რა წამსაც ნაბიჯს გადადგამს, ყურზე მოკიდებენ ხელს…” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
15:08 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია მედიასთან ამბობს:

“ჩემი არც ერთი ადვოკატი არ დაუშვეს, რათა კითხვები არ დაესვათ. შეთამაშებული კითხვა-პასუხი იყო და ჰკითხეს პროკურორს, თუ დასაჭერი იყო მელია, აქამდე რატომ არ დაიჭირეო და რა პასუხი გასცა? – სანიმუშოდ იქცეოდა მელია მთელი წელიწადნახევრის განმავლობაშიო.

ახლა გეტყვით, როგორ სანიმუშოდ ვიქცეოდი – იმ გადაწყვეტილებით, რომლის ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე აკრძალული მქონდა სიტყვით გამოსვლა, ნებისმიერ საჯარო სივრცეში და სახლიდან გამოსვლისას პროკურორისთვის უნდა დამერეკა, თანხმობა მიმეღო და და ისე გამოვსულიყავი.

არც პროკურორს ვურეკავდი და რამდენჯერ ვარ საჯარო სივრცეში გამოსული? კამპანია ჩავატარე ბოლო-ბოლო.

იმ გადაწყვეტილებას ვარღვევ იმთავითვე – მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი? – მელია, კარგად მოიქეცი, თორემ დაგიჭერენ, ჰქონდათ ეს მცდელობა – თუ შემეშინდებოდა ციხის, როცა 2014 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს – ახლა ის ვერ ვიქნებოდი, ვინც ვარ.

იქ ვინც ჰყავთ :ოცნებაში” ასე ჰყავთ დამონებული, ვიღაცას ფული აქვს მოპარული, ვიღაცას… აბა, როგორ გგონიათ ბექა ოდიშარიას არ ესმის? რომელ სახელმწიფო პრინციპებზე მელაპარაკება ბექა ოდიშარია? დასვრილია კორუფციაში და რა წამსაც ნაბიჯს გადადგამს, ყურზე მოკიდებენ ხელს და შეაგდებენ იქ, სადაც მათი ჭკუით უნდათ მე შევიდე.

ასე ჰყავთ დამონებული ყველა, ესენი არიან მონები და მონები მე ვერ დამიჭერენ, გამორიცხულია.”

თეგები: ბექა ოდიშარიანიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved