• რეკლამა
  • კონტაქტი
23:50, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ჭიდან წყალს რომ სვამ და მერე რომ ჩააფურთხებ იმ წყალში, აი, ესეთი რაღაც გამოუვიდა ნანა კაკაბაძეს ჩემთან მიმართებაში” – გულაშვილი კაკაბაძეზე

ალია ავტორი - ალია
14:24 11-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა საკუთარ საავტორო გადაცემაში “რეალური პოლიტიკა” არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადების გამოეხმაურა.

“არა, მე მალხაზ გულაშვილს, რომ მადანაშაულებს ამას არ გავატარებ! ვერ გავატარებ და ეს არის ფაქტი, თორემ სტუდიაში, რომ მოდის და რომ უთანხმებენ სტუმარი იქნება ეს, ჩაერთვება ეს და ეუბნებიან დებატების ფორმატი არ არის. მერე თვითონ, რომ ეძახის იმას რაღაცა სიტყვას, ისიც პასუხობს და შემდეგ უკვე დებატებს არიდებს თავს და გადის სტუდიიდან და ახლა მე არ ვიცი, ალბათ, მაკა რაზმაძეს უნდა ვკითხოთ, რა მოხდა.

სიმართლე გითხრათ აქ არ ვიყავი და ის შენიშვნა, რომ მე უნდა შემოვვარდნილიყავი აქ სტუდიაში და ასე ვთქვათ, “მიმეკაჩავებინა” ვიღაცა “ნაცი…” მე არ ვერევი სხვის გადაცემაში. მე მაქვს ჩემი გადაცემა, რომელშიც ვიწვევ ადამიანებს და წყნარ ფორმატში ვსაუბრობთ. ყოველგვარი დებატებისა და ისტერიკების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვყავს ორი წამყვანი, ეკა სეხნიაშვილი, რომელსაც 8 საათზე “დროული კითხვა” და მაკა რაზმაძეს მიჰყავს “ჩაი”, რომელიც სულ რაღაც ორი კვირაა, რაც პირდაპირ ეთერში გადის. მათ აქვთ დებატების ფორმატი. ხან აქვთ, ხან არა. თვითონ წყვიტავენ და მე ნამდვილად არ ვერევი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელევიზიის 100%-იანი მფლობელი ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, არანაირ ჩარევას ჩვენ არ ვახორციელებთ.

არც განვახორციელებთ და რახან ამ თემაზე მოვიდა საუბარი მინდა, რომ ეს განვმარტო. ნანა კაკაბაძე ჩვენთან ჰქონდა ყველაზე დიდი ტრიბუნა. ამდენ ხანს ის არცერთ ტელევიზიაში არ ყოფილა. ან რადიოში იწვევდნენ, ან ტელევიზიაში და ა.შ. ბოლო პერიოდში რა მოხდა არ ვიცი, რაღაცა წარმოდგენები გაუჩნდა და სხვანაირი განცხადებების გაკეთება დაიწყო და მგონია, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. თვითონაც უნდა დაფიქრდეს, რომ ისეთი ადამიანი არაფერში არ დაადანაშაულოს, თვითონ ჰქონდეს მერე ბოდიში მოსახდელი. ამაზეა საუბარი, თორე მეტი კი არაფერზე. ნანა კაკაბაძე, რომ იბრძოდა ჩვენც ვიბრძოდით იმ დროს. არც ჩვენ ვყოფილვართ ჯირკვლებში ჩამძვრალი.

1987 წლიდან ვიბრძოდი, ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და სტუდენტური მოძრაობის ლიდერი ვიყავი ტექნიკურ უნივერსიტეტში და საკმაოდ დიდმა ტანკებმა გადაიარეს ჩვენზე. სააკაშვილის რეჟიმმა რაც ჩემს ოჯახს უქნა ბევრისთვის არ უქნია ესეთი. მთელი ოჯახი დაგვატყვევა და რასაც ჰქვია მთელი ოჯახი გაგვასწორა მიწასთან. ეს ჰოლდინგიც მაგან დაშალა და მაგისმა დამქაშებმა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ დემოკრატი ადამიანი, ჩემი ოჯახიც და ეს ჰოლდინგიც დემოკრატიულია, მიუხედავად ამისა, იმ წამებლებსაც კი, რომლებიც პირს მარიდებენ მე თუ აქ ვარ და გარბიან აქედან იმიტომ, რომ ხედავენ ჩვენ აი, ეს დემოკრატიული პრინციპები გვაქვს და ზუსტადაც თავისუფალი პრესის პრინციპებით ვფუნქციონირებთ და ეს არის თავისუფალი პრესა. მე ვერ გავაკეთებ ისეთ ტელევიზიას, მაშინ უნდა ავიღო ფული ან ხელისუფლებისგან, ან ოპოზიციისგან. მე თვითონ ვაფინანსებ ამ ტელევიზიას. არავის დაფინანსება არ მჭირდება და მე თვითონ ვაკეთებ იმას, რასაც ჰქვია დემოკრატიული პრესა.

ჩვენ ამიტომ ვეძახით ყველა მხარეს და მე ამდენი მოთმინება არ მაქვს, რომ ჩემს გადაცემაში ყველა მხარეს დავუძახო იმიტომ, რომ ამ ყველა მხარესთან და იმ მხარესთან კონკრეტული ძალიან დიდი პრეტენზიები მაქვს.

მე ვუფრთხილდები და ადამიანს ვაძლევდით საშუალებას, რომ რაც შეიძლება მეტი ტრიბუნა ჰქონოდა და იმის მაგივრად ახლა… ჭასთან, რომ მიდიხარ და ჭიდან წყალს, რომ სვამ და მერე, რომ ჩააფურთხებ იმ წყალში, აი დაახლოებით ესეთი რაღაც გამოუვიდა ნანა კაკაბაძეს ჩემთან მიმართებაში. გადაცემაში შეიძლება ჟურნალისტმა რაღაც შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამაზე ამ ისტერიკის მოწყობა არ იყო საჭირო და არც აღშფოთების რაღაც, რომ აი, ესენი ვინ ყოფილან თურმე და ა.შ,”

ცნობისთვის, რამდენიმე დღის ნანა კაკაბაძე “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ჩალაძეს დაუპირისპირდა. პასუხად ჩალაძემ მას უთხრა, რომ ის “პოლიტიკურ საღორეში” დაასრულებს.

ნანა კაკაბაძემ გადაცემის შემდეგ, დაწერა:

“უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დაინახეთ “ჯორჯიან ტაიმსის” ნამდვილი სახე, 1 ნოემბრის 22.00 საათიან გადაცემაში, რომელიც ჩემი გაშავების მცდელობას მიეძღვნა.

ეს იყო ერთგვარი ლუსტრაციაც კონკრეტული “ჟურნალისტის”, და ტელე- მფლობელის, რომელთაც არც კი უცდიათ აეხსნათ, რა მოხდა ან რატომ მოხდა ის რაც მოხდა.

ზემოხსენებული მიუთითებს ამ გადაცემის მიზანმიმართულობაზე და არა შეცდომით გამოწვეულ პრობლემაზე. – უფრო მეტიც, ამის სანაცვლოდ, გულაშვილმა დამამუნათა, თურმე უნდა მოვმზადებულიყავი დებატებისთვის,-რომელსაც იმ გადაცემაში ადგილი ნამდვილად არ ჰქონია.

ობიექტურმა მაყურებლებმა თვითონ იხილეს და შეაფასეს რაც იქ იყო და როგორც იყო…

ცხოვრება გაგრძელდა. ყოველდღიურად სულ უფრო აქტუალური ხდება, მთელი რიგი ჟურნალისტების მხრიდან, საზოგადოებაზე ძალადობა, ტალახის შესხმა, ცილისწამება, ბულინგი, რომელიც ყოველ ჯერზე დაუსჯელი რჩება, არადა შეწუხებული საზოგადოება ელის გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან.

ჩემს მეგობრებსა და თანამოაზრეებს გთავაზობთ, ყველამ ერთად ვიფიქროთ პროტესტის ისეთ ფორმაზე, რომელსაც იცნობს ცივილიზებული მსოფლიო მსგავსი ზონდერ ტელევიზიებისა თუ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელთა რიცხვს “ჯორჯიან ტაიმსიც” მიემატა.

თუ ეს წინადადება მისაღებია, მოვიძიებ და მოგაწვდით ინფორმაციებს.

ველი თქვენს წინადადებებს.”

თეგები: მალხაზ გულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved