• რეკლამა
  • კონტაქტი
08:01, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად – “ხელდამშვენებული შემოვა მრავალმილიარდიანი ინვესტიციით!” – თაკო ჩარკვიანის ბრიფინგი

ალია ავტორი - ალია
14:03 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი, ბრიფინგს მართავს და ამბობს:

“სახელმწიფო ჩამოშლილია, ჩამოშლილია ყველა სტრუქტურა.

სახელმწიფო გვქონდა და სახელმწიფო არ გვაქვს, რუსეთზე მომუშავე მარიონეტის, ივანიშვილის ხელშია.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ.

დღევანდელი დღე ჩემ პარტიას (კანონი და სამართალი) არ ეძღვნება. დღეს ფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა, არავითარი პარტია, ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ქვია საერთო სახალხო მოძრაობა. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა. შექმნა დაბნელებული, ჩამოშლილი სახელმწიფოდან საქართველო, დააყენა ფეხზე.

დიახ, მოდის კოალიციური მთავრობა და საქართველოში უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, უნდა დაუბრუნდეს მას საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოართვეს. უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა. არ გავასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც მე თავად არ მომწონდა, როცა ოპოზიციაში ვიყავით.

დიახ, ახლა, დღეს შეიქმნა და დაფუძნდა საერთო სახალხო მოძრაობა, იმ პრეზიდენტის დასაბრუნებლად, რომელმაც საქართველო ააშენა და ააყვავა.

ერთადერთი პრობლემა საქართველოში სამართლებრივი სისტემაა, თუ სასამართლო სისტემის რეფორმას სჭირდება დრო, პროკურატურის რეფორმას რამდენიმე დღე ეყოფა. საქართველო ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი, ასე გავიზარდე და საქართველოში უნდა დაბრუნდეს დევნილი პრეზიდენტი!

ვერ ვითმენ რომ არ ვთქვა, მილიარდები მიიზიდა მან უკრაინაში, არ მინდა ივანიშვილის დაპირებას დაემსგავსოს და ვერც დამემსგავსება, რადგან განსხვავებით ივანიშვილისა, მან ააშენა თელავი, ბათუმი, ყვარელი და სხვა… სააკაშვილი ხელდამშვენებული შემოვა საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიციით!

ემიგრაციას – ყველანი საქართველოსკენ, ყველანი საქართველოში. ოლიგარქი უნდა მოვაცილოთ მშვიდობიანად.

თუ არ შემოუშვებენ? – არის ასეთი კითხვა. ბოლომდე ბრძოლა იმისთვის, რომ სააკაშვილი მშვიდობიანად დაბრუნდეს და შემოიტანოს ინვესტიციები და უფსკრული ჩაირული საქართველო ფეხზე დააყენოს, ისევე როგორც 2003 წელს.”

თეგები: თაკო ჩარკვიანიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved