მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მისი ჩამოსვლა მე გავიგე ვიდეოთი, ვიფიქრე ძველი კადრია-თქო, კაპიშონით, წვიმაში და მისი ღიმილი, მისი ეს საუკეთესო ღიმილია, იმიტომ რომ შვილია? – არა, მართლა კეთილი და ნათელი ღიმილია… პატარა ბავშვივითაა, უხარია, შემოვიდა თავის ქვეყანაში.
რომ დაწერა, მოვდივარ და რადარებიდან გაქრა, ეს იყო 28 სექტემბერი და რადარიდან გაქრა, ხმოვანი მივწერე და არც გახსნა, მაშინ ეჭვი შემეპარა, ხომ არ დაიძრა…”
კომენტარები