• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – მეწყერმა სახლთან ერთად ხუთი ადამიანი წაიღო – ტრაგედია ხელვაჩაურში – “400 შეტყობინება შემოვიდა უკვე”

ალია ავტორი - ალია
02:51 10-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა ძებნის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მეზობლები ამბობენ, რომ სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა.

მათივე თქმით, ასევე, გზაზე მდგომ მანქანაში, რომელიც მეწყერმა ჩაიტანა, სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.

ერთ-ერთი მეზობელი ამბობს:

„მიწა რომ ჩამოწვა, იყო დიდი ხმაური, სახლი იყო ბეტონის და მთლიანად ჩაიყოლა. სამი ადამიანია მოყოლილი მეწყერში, ვინც სახლში იყო. 200 მეტრი სიმაღლიდან ჩამოწვა მასა, უცებ ჩაიტანა. ასევე გზაზე იყო „პრიუსი“ და ისიც ჩაიყოლა. ორი ბიჭი იჯდა, სტუმრად იყვნენ“

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესულია 400-მდე შეტყობინება.

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია  მდინარეები და ღელეები.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარაში დამატებით ჩავიდა: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

ყველა შეტყობინებაზე მომხდარია რეაგირება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

თეგები: აჭარამეწყერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო პირობებს და მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

14:18 09-08-2026
500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა
ახალი ამბები

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი – თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

12:49 09-08-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

12:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved