• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “მათთან არ ყოფილა ქრისტე, რადგან კორონა შეეყარათ?” – მამაო პატრიარქს ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
13:58 11-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

საფრანგეთში მოღვაძე სასულიერო პირი, მამა გიორგი სხილაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს და ვიდეოს სათაურით: ბრალი ედებათ ილია II-სა და მის მონა-მორჩილთ საქართველოს პატრიარქზე, სასულიერო პირებზე, მრევლსა და კორონავირუსზე აქვეყნებს. “ალია” მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“სამწუხაროდ, საქართველოშიც, დიდსა და პატარას, ხელი დარია ამ ახალმა, მომაკვდინებელმა ვირუსმა და მისგან, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს სიცოცხლე ესწრაფება, ხოლო ათასობით ავადდება.

საყოველთაო ავადობის შემოჭრისას, მნიშვნელობა აქვს გარემოებებს: რომელ ქვეყანაშიც პოლიტიკური ან სამედიცინო კლასი ავტორიტეტულია და ის დროულად იღებს წინათავდაცვის ზომებს და მოქალაქეებს ამისკენ მოუწოდებს, იქ, შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იქ, სადაც ეს ასე არ არის ან სამოქალაქო კულტურა, წესრიგისმოყვარეობა მოიკოჭლებს.

არის, კიდევ, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ქვეყნის სულიერი წინამძღოლი (ლიდერი), რომლის სიტყვას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ზემომოყვანილ ინსტიტუტებს (ყოველ შემთხვევაში, ჩვენში ასეა). დასაწყისშივე, რა მოვისმინეთ მისგან (იხ. ვიდეო.)

წინამძღვრის ეს მცდარი დამოკიდებულება აიტაცა მისმა მორჩილმა, დაბალმა თუ მაღალმა იერარქიამ, რომლებმაც, ყველამ ერთად, აცდუნეს, შეცდომაში შეიყვანეს, სიფხიზლე მოუდუნეს მათზე ბრმადმინდობილებს; ყალბ თვითდაჯერებულობაში, ჯიუტ ქედმაღლობაში ჩააგდეს, გაათამამეს ისინი.

შედეგად კი მივიღეთ ზემომოყვანილი მდგომარეობა.

იმ დროს, როცა ჩვენი წერილობითი და ვიდეო მიმართვებით საზოგადოებას მოვუწოდებდით გონივრული ზომების მიღებისაკენ და ვცდილობდით, ჩვენც დაგვეცვა ეს, მათგან, ვისაც ღმრთივგამორჩეულობა ფანატიკურად ესმით, ვიღებდით კრიტიკას, განკითხვასა და დაცინვას.

ფრთიან ფრაზად იქცა ერთი მთავარეპისკოპოსის წამოძახილი: ,,სადაც ქრისტეა, იქ რა უნდა კორონას?!”.  – აღმოჩნდა, რომ მათთან არ ყოფილა ქრისტე (მიუხედავად იმისა, რომ ისინი, მათი წინამძღოლის დარად, ხშირად იმეორებენ: ,,ჩვენთან არს ღმერთი!”), რადგან კორონა, მრევლთან ერთად, სამღვდელოთაც შეეყარათ?!.

იმისგან დამოუკიდებლად, რომ ქრისტე ყველგანაა, იგი გვეუბნება, _ სადაც ორი ან სამი შეიკრიბებით, ჩემი სახელით, მეც თქვენს შორის ვარო. დიახ, ღმერთი ყოველგან არის და ყოველსავეს აღავსებს, მაგრამ განსაკუთრებით მოქმედებს იქ, სადაც მას უხმობენ (ეს იგულისხმება ყველგანმყოფობასა და ყველგანარმყოფობაში).

საყოველთაო ჟამიანობისას, ჭირიანობისას, მისგან, ზოგჯერ, წმინდანებიც არ ყოფილან დაზღვეულნი.უსამართლონი ვერ ვიქნებით, რომ ერთ კაცს გადავაბრალოთ თავსდატეხილი უბედურება. თუმცა, ამაში, მის გართულება-გაღრმავებაში, გვერდს ვერ ავუვლით ქართველთა სულიერი მწყემსის მოქმედებას _ უფრო სწორად, უმოქმედობას, მის სიზმრებრივ მითოლოგიურობას, სულიერი ცხოვარის ხორციელ ცხვრად ქცევას (ზომბირებას), რაზეც, ,,რატომღაც”, თითქმის ყველა სდუმს და რასაც, სამღვდელოთაგან და მრევლისგან, არავინ იმჩნევს… თითქოსდა, ერისსაზიანო ქმედებანი აკლდაო, – ეს ბოლოდროინდელი ამბავი კიდევ ერთი ჭუჭყიანი ლაქაა მწყემსის, არაკეთილის, ხანგრძლივ ,,მოღვაწეობაში”, აღვსილში არამცირედი შეცდომით, ცოდვითა და დანაშაულით. მას უძველესი იბერიის უწმინდესი და უნეტარესი საყდარი რაც დიდხანს ეპყრობა (უფალმა მონანული დღეგრძელობა აღირსოს!), გამოცდილებითი ალბათობით, მით მეტ და მეტ უბედურებას მოუტანს ეკლესიასაც, ქვეყანასაც და ხალხსაც, სულიერად, ხორციელად თუ ზნეობრივად.”

თეგები: კორონავირუსიმამა გიორგი სხილაძესაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved