• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ლექსო ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ეს პროვოკატორები, აშშ-ის ელჩი ქაჯივით, ბოლომდე აწვებოდა რქებით ჩვენ მთავრობას…” – ლევან ვასაძე

ალია ავტორი - ალია
21:03 07-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ, პოლიტიკური ორგანიზაცია “ერი” დააფუძნა და აქტიურად მოუწოდებდა ადამიანებს, 5 ივლისს აქციაზე გასულიყვნენ, დღეს ვიდეოს ავრცელებს მოსკოვიდან, სადაც ის, როგორც თავად ამბობს, სამკურნალოდ იმყოფება და ამბობს:

„უდიდესი წუხილით შევიტყვე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ამბავი… მეც ვილოცებ მისი სულისთვის…

ზუსტად უნდა გაირკვეს, რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას, რატომ დაიღუპა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოიწერა, სიკვდილისმყოფის არაფერი ეტყობოდა… რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როცა ეს ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტი ჩაცხრომისკენ წავიდა? ეს ზუსტად უნდა დაადგინოს სახელმწიფომ.

დიდი ალბათობით, ლექსო ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ეს პროვოკატორები, ვინც ეცადა საზოგადოებისთვის პრაიდის დაძალებას და პირველ რიგში მახსენდება აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად ჩვენი 100 ათასობით მოქალაქის მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, მიუხედავად ჩვენი ეკლესიის მიმართვისა, არ გაჩუმდა და ქაჯივით, ბოლომდე აწვებოდა რქებით ჩვენ მთავრობას, რომ ჩატარებულიყო ეს ღონისძიება.

ის, ვინც გალახა ეს უბედური კაცი, რომელიც გარდაიცვალა, პასუხისმგებელია, მაგრამ რა ზომითაა პასუხისმგებელი, რა როლი ითამაშა იმ დაზიანებებმა, რაც ლექსოს მიადგა, ესეც გამოძიების დასადგენია…

ვისაც მართლა სჯერა რომ ამ ხალხს მართლა ედარდება ერთი ტელეოპერატორის სიცოცხლე, ან ბრმაა, ან თავს იბრმავებს. თუ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, ლიბერალიზმი საქართველოში უნდა დამთავრდეს, თავისი უცხოელი, უზრდელი ელჩებიანად.”

თეგები: კელი დეგნანილევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved