• რეკლამა
  • კონტაქტი
03:56, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ის მიიღეს რაც უნდოდათ!.. ყველა გადასულია უკანალის ლოკვაზე…” – რას ამბობდა დაკავებამდე დავით კუტალაძე გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავაზე

ალია ავტორი - ალია
15:54 07-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

“სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი, აქტივისტი დავით კუტალაძე დააკავეს – მას გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

11 ივლისს, როცა გავრცელდა ინფორმაცია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ, დავით კუტალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მას ლაშქარავას ცემასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მეტიც, კუტალაძე ამტკიცებდა, რომ ამის დამადასტურებელი კადრები არ არსებობს და ტუ ვინმე ამ ფაქტს არ დაადასტურებს, სიცოცხლით აგებინებდა პასუხს.

“ის მიიღეს რაც უნდოდათ. პირველ რიგში, ადამიანს თუ რამე ჭირდა, საავადმყოფოდან რატომ გამოწერეს? პირველი კითხვა ეს მაქვს და რაღაც ვიდეო გამომიგზავნეს, სადაც დედამისი ამბობს, რომ ადამიანს არაფერი აღენიშნებოდა. დებს ბალიშზე თავს და გარდაცვლილს ნახულობენ მეორე დღეს. თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რატომ გამოწერეს საავადმყოფოდან? – დედამისი აცხადებს რომ არაფერი არსჭირდა და მეორე დღეს არის გარდაცვლილი.

ვინც ახლა რამეს იტყვის ჩვენზე, ოფიციალურად მოვითხოვოთ კადრებს, სადაც არის გადაღებული, რომ ჩვენ, ჩვენმა ბიჭებმა ჟურნალისტებზე ვიძალადეთ, ვინც ამას არ დაადასტურებს. მისი სიცოცხლით ვაგებინებ პასუხს, ვინც ჩვენ დაგვაბრალებს ვინემსთან შეხებას. საავადმყოფოდან გამოწერეს ადამიანი 3-4 დღის შემდეგ, იღვიძებს გარდაცვლილი ჟურნალისტი და ადამიანი მოკლესო…ესაა თქვენი სიმართლე და რეალობა. ესაა ნამდვილი სახე.

ახლა ყველა გამოიშვერს ხელს იმ ბიჭებისკენ, რომლებიც რუსთაველზე ჯვარს და ღირსებას იცავდნენ, რადგან ვერაფერი მოუფიქრეს ახლა იტყვიან, რომ ჟურნალისტი, რომლიც სახლში გარდაცვლილი ნახეს, აგენმა გალახესო… კადრები არ აქვთ, არანაირი შეხება არ აქვთ და ამას კადრულობენ უკვე…

ღმერთო შენ მიეცი ქართველ ხალხს გამძლეობა ამ წურბელა ადამიანებისგან…

გავაზიარებ ახლა ვიდეოს დედამისი ამბობს, რომ არაფერი აწუხებდაო… მაგრამ რად გინდა 21-ე საუკუნეა, დაგისხამენ ბალიშზე რაღაცას და დამდნარი გაიღვიძებ საწოლში, ისეთი დროა მოსული…

თუ მართლა ასეთ დღეში იყო ადამიანი რეანიმაციაში ხომ იქნებოდა, ატრიალებდნენ კადრებს, მაგრამ ამ ბიჭებთან მისასვლელი გზა ნახე ს ამ ადამიანის მეშვეობით. ჩვენ ჩვენს სულისკვეთებას ჩვეულებრივ განვაგრძობთ.

საქართველოში ერთი ატომური სადგური არ გაქვს აშენებული, ჩვენი მუშტით და ხმლით მოვედით აქამდე. ჩვენ გვარქმევენ მოძალადეებს ადამიანებს, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის იბრძოდა ხალხი, უღირსებს არ ჩავატარებინეთ „ღირსების მარში“…

ჩვენ რომ დაგვიჭირეს ყველაფერზე შეგვამოწმეს თითი ხომ არ გაქვს გაჭრილიო და ადამიანი თუ ასე მძიმედ იყო ნაცემი, ვინ გამოუშვებდა საავადმყოფოდან. ადამიანი საწოლში ნახეს გარდაცვლილი მეოთხე- მეხუთე დღეს. რაც უნდოდათ მიიღეს. გაავრცელეს ხმა, რომ აი, ჟურნალისტი მოკლეს..

ერთი კადრი დამანახონ, სადაც მე მაგათ შევეხე და ქალზე ვიძალადე.

მე ჩემი ქვეყნის ღირსებისთვის ყველგან წავალ. ბორჯომშიც ჩავედი, ნამახვანშიც ვიყავი და იმ ადგილზე და არასდროს შევჩერდები…ახლა მედიას გარდაცვლილი ჟურნალისტი ჰყავს და დაატრიალებენ ამ კადრებს, მაგრამ მე ვერ მანახებთ კადრებს, სადაც ამ ჟურნალისტს ხელით შევეხე.

სადაც ქართული იქნება დასაცავი ყველგან დავდგებით. 100 ათასი მოწამე გვყავს, რომელსაც თავი მოკვეთეს და წყალი შეიღება. ღმერთმა გაანათლოს ყველა ვაჟკაცის სული, ვისაც როგორ ეკუთვნის ისე.

ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, მე ეს ლაივი რომ არ ჩამერთო არ შემეძლო, ისე ვაგრძელებ ჩემს საქმეს ისევ ისე.

რას ვამბობდი დილით. მაგენს გარდაცვლილი არ ჰყავთ და რა დღეში არიან. მთელი მედია ჩვენკენ მოდის. თუ ვინმეს შოუები აქვს და სექტა არის ყველა გადასულია უკანალის ლოკვაზე… რა სპექტაკლიც დადგეს… ღმერთთან აგებს ყველა პასუხს…ღმერთმა დალოცოს საქართველო და გამძლეობა ჩვენს ბიჭებს“ ,- ამბობს კუტალაძე.

თეგები: ლექსო ლაშქარავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved