• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, პარასკევი, 5 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ეროვ­ნუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა მაზ­დე­ა­ნო­ბა იყო და არა ქრის­ტი­ა­ნო­ბა – ვაჟა წერდა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება”

ალია ავტორი - ალია
18:49 07-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფი­ლო­ლოგ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ვი­დეო ლექ­ცი­ი­დან ფრაგ­მენ­ტი ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ის ვაჟა ფა­შა­ვე­ლას “ალუ­და ქე­თე­ლა­ურს“ მი­მო­ი­ხი­ლავს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, ვა­ჟას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ის ამ­ბობს, რომ მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა ქრის­ტეს­თვის გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, ხოლო ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის – გა­უ­გე­ბა­რი. “ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც…”

“ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი რა­ზეა?! ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი სხვა­თა შო­რის იმა­ზეა, რა­ზეც არა­ვინ არას­დროს ლა­პა­რა­კობს, იმა­ზეა, რომ ქრის­ტი­ა­ნო­ბა არ არის სწო­რი მო­ძღვრე­ბა. ამა­ზეა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ?! არა­ვის არ უნდა ამის და­ნახ­ვა, ზოგ­ჯერ რა­ღაც უნდა და­ვი­ნა­ხოთ.

ვა­ჟას გმი­რი მი­ვი­და ბო­ლოს იმ დას­კნამ­დე, რომ მუ­ცალს უნდა შეს­წი­როს შავი კუ­რა­ტი, ეუბ­ნე­ბი­ან, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ მუ­ცა­ლი არის მუს­ლი­მი, მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა არ არ­სე­ბობს.

სხვა­თა შო­რის, კი­თხვა მაქვს, მარ­თლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ არ არ­სე­ბობს მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა?! სა­ი­დან იცით?!

იცით, რას გე­ტყვით? სა­ხა­რე­ბა­ში წე­რია, რომ ქრის­ტემ უთხრა მარ­ჯვე­ნა ავა­ზაკს, მე რომ იქ მო­ვალ, შენ იქ დამ­ხვდე­ბიო. ავა­ზა­კი ცხონ­და. ახლა არ მი­თხრათ, რომ ავა­ზა­კი ქრის­ტი­ა­ნი იყო, ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და და ბავ­შვო­ბა­ში პატ­რი­არ­ქმა მო­ნათ­ლა. არა, ავა­ზა­კი იყო, კა­ცებს კლავ­და. ჯვარ­ზე და­ი­ნა­ხა ქრის­ტე და იქ აღი­ა­რა და ის აღი­ა­რე­ბა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა.

მუს­ლი­მიც ცხონ­დე­ბა, თუ სა­ჭი­როა, მა­მათ­მა­ვა­ლიც ცხონ­დე­ბა და ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩიც შე­იძ­ლე­ბა სა­მო­თხე­ში დაგ­ხვდეთ. ასე რომ, არ არის ეს ასე მარ­ტი­ვად რო­გორც ჩვე­ნი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა გვაწ­ვდის. მათ შო­რის არის ხალ­ხი, რომ­ლებ­საც სა­ხა­რე­ბა არ აქვთ წა­კი­თხუ­ლი, ან ვერ ხვდე­ბი­ან იქ რა წე­რია.

ვაჟა ფშა­ვე­ლამ კი თქვა, აი, ბა­ტო­ნო კუ­რა­ტი, აი, შევ­წი­რე. თემ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­ლი­გი­უ­რი და სა­თე­მო ხე­ლი­სუ­ფა­ლი ერთი კა­ცია და ხე­ვის­ბე­რი ჰქვია. ხე­ვის­ბე­რი გა­ფით­რდა (გუ­ლის­ხმობს “ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი­დან“ იმ მო­ნაკ­ვეთს, სა­დაც ალუ­და ხე­ვის­ბერ­თან მუ­ცა­ლი­სად­მი შე­სა­წი­რი კუ­რა­ტით მი­დის) იმი­ტომ, რომ, რა­საც ალუ­და ქე­თე­ლა­უ­რი სთა­ვა­ზობს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმ მო­ძღვრე­ბის­თვის, რო­მელ­საც იგი წარ­მო­ად­გენს.

ქრის­ტეს­თვის ეს გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის გა­უ­გე­ბა­რია მუს­ლი­მის ცხო­ნე­ბა. ეუბ­ნე­ბა ხე­ვის­ბე­რი ალუ­დას, შენ თვი­თონ ურ­ჯუ­ლოვ­დე­ბი იმით, რა­საც ახლა აკე­თე­ბო. მა­შინ ალუ­დამ თქვა, თქვენ არ გცოდ­ნი­ა­თო და ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მის სი­ტყვებს – “ღვთის­შვილთ უკე­თეს იცი­ან“. ღვთის შვი­ლე­ბი ვინ არი­ან? ეს არის ჩვე­ნი წარ­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლი რე­ლი­გია, რო­მე­ლიც გვქონ­და ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე, აი, იმათ თურ­მე უკე­თე­სად სცოდ­ნი­ათ ეს სა­კი­თხი, ცხო­ნე­ბის სა­კი­თხი.

ალუ­დამ თვი­თონ დაკ­ლა კუ­რა­ტი. ვაჟა ფშა­ვე­ლას გმი­რი მიხ­ვდა, რომ მტრო­ბა არ არ­სე­ბობს, რომ ქის­ტი მტე­რი არ არის, რომ მუ­ცა­ლი მტე­რი არ არის და მი­ვი­და იმ აღი­ა­რე­ბამ­დე, რომ ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის მგე­ლი არ უნდა იყოს. ჩვენ რას გვას­წავ­ლის მო­ძღვრე­ბა – მგე­ლი იყა­ვიო. შუ­შა­ნი­კი პირ­და­პირ ამ სი­ტყვით ამ­ბობს ვარ­სქენ­ზე “მგე­ლი იგი მო­ვი­და“. რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში? – ერთი იყო ქრის­ტი­ა­ნი, მე­ო­რე იყო მაზ­დე­ა­ნი, ერთი იყო ახა­ლი ქარ­თუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და მე­ო­რე იყო ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა.

სხვა­თა შო­რის, ძვე­ლი, ძი­რძვე­ლი, ეროვ­ნუ­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა სწო­რედ მაზ­დე­ა­ნო­ბა იყო და არა ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ისე, რო­გორც ახლა ძვე­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა და კა­რებ­ზე რომ გი­კა­კუ­ნებს ია­ღო­ვე­ლი და გე­უბ­ნე­ბა, ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თზე ვი­ლა­პა­რა­კო­თო, თა­ვა­ზი­ა­ნი კაცი თუ ხარ, თა­ვა­ზი­ა­ნად ეუბ­ნე­ბი, და­მა­ნე­ბე თავი, თუ შე­იძ­ლე­ბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეთ, თუ არ ხარ თა­ვა­ზი­ა­ნი, შე­მო­იყ­ვან სახ­ლში ან სცემ, ან რა­მეს უზამ. ამის ბევ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ვაჟა-ფშა­ვე­ლამ გვი­თხრა, რომ თქვენ არ გეს­მი­თო. ძა­ლი­ან ხში­რა­დაა ლა­პა­რა­კი, რომ შე­ჯა­ხე­ბა არის პი­როვ­ნე­ბა­სა და თემს შო­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო და ეს არ არის მარ­თა­ლი. არა­ნა­ი­რი შე­ჯა­ხე­ბა არ არის. თემს ეზი­ზღე­ბა ალუ­და, ალუ­დას არ ეზი­ზღე­ბა თემი, ამა­შია მისი ძალა და გან­სხვა­ვე­ბა“

https://www.facebook.com/100040707522184/videos/310224920344423/
თეგები: ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved