• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ეკლესიის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, ჩვენ ვდგავართ დედა ეკლესიის და პატრიარქის გვერდით! – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:06 07-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება და საზოგადოება ამას წინ უნდა აღუდგეს.

ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და მხარდამჭერები 4 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციაზე შეიკრიბნენ.

პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ დისკრიმინაცია ხორციელდება და საზოგადოებამ ეს უნდა გააპროტესტოს.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ადრესატი იყო სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რადგან, შეკრებილების აზრით, ომბუდსმენის განცხადებები ეკლესიის მისამართით დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე – რესპუბლიკის მოედნიდან ოპერის შენობამდე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შეკრებილებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერით „ჩვენ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი“.

დავითვალეთ და 8 ათას კაცზე მეტია გამოსული, წინაზე თქვეს, რომ 2 ათასი კაცი იყო გამოსულიო და ახლა დავითვალეთ – თქვეს გამოსვლისას ლიდერებმა.

ხვალ, 5 ივლისს ლგბტ უფლებების დაცვის მიზნით დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საქართველოს საპატრიარქო 17:00 საათზე ქაშუეთის ტაძართან მარშის მოწინააღმდეგეების შეკრებას აპირებს.

საპატრიარქო მოუწოდებს მორწმუნეებს მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბონ და არ აჰყვნენ „ძალადობრივი კონფრონტაციისათვის მიზანმიმართულ პროვოკაციას“.

თავის ბოლო განცხადებაში საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მარშის მიზანია „გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“.

ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ასევე უწოდა მიუღებელი „სოლიდარობის მარშის“ მხარდაჭერა დასავლეთის საელჩოების მიერ და უწოდა „მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში“ და „მათი უფლებამოსილების გადამეტება“.

თეგები: ირმა ინაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved