• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “დაიხოცოს უნდა ეს ჟურნალისტები და აირიოს ქვეყანა” – რა ვიდეო უსწრებდა წინ “სუს-ის გამოძიებას”

ალია ავტორი - ალია
15:10 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

დღეს, “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია “სუს”-ში დაიბარეს, მისზე შესაძლო ტერორისტული აქტის განხორციელების გამოძიების ფარგლებში, როგორც სუს-ი აკეთებს განცხადებას, ” შესაძლებელია შეკვეთის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც”

გვარამია სუს-ის განცხადების შემდეგ, წერს:

“ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, ფორმულას ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამხაფვრელი სკანდალით”

ინფორმაცია, რომ სააკაშვილი “ჟურნალისტების დახოცვას გეგმავს” შიგადაშიგ ვრცელდება ხოლმე, მაგალითად, ამა წლის 9 მარტს, ლევან მამალაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ “სააკაშვილი ჟურნალისტების მკვლელობებს გეგმავდა” და მზად იყო, საგამოძიებო უწყებებისთვის ინფორმაცია მიეწოდებია. ითანამშრომლა, თუ არა მან გამოძიებასთან, ჩვენთვის უცნობია. რამდენიმე ჟურნალისტის მოსალოდნელი მკვლელობის ვერსია, ძალიან ჰგავს სუს-ის დღე გაკეთებულ განცხადებას.

ფაქტია, მკვლელობების ანონსი არჩევნების წინ, თუ რამე მნიშვნელოვანი ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, არ წყდება. შესაბამისად, წესით, სუს-ი მზად უნდა იყო, და თუ ვინმესგან, რამე მსგავსი იგეგმება, სწრაფად უნდა აღკვეთოს.

ისიც ფაქტია, რომ მუდმივ რეჟიმში აანონსო ჟურნალისტების შეკვეთილი მკვლელობები – არაფერი კარგის მომტანია ქვეყნისთვის.

ყოფილი მაღალჩინოსანის ლევან მამალაძის ვიდეომიმართვა, 2021 წლის მარტი:

“ინფორმაცია, რომელიც გამაჩნია, არის სახიფათო ქვეყნისთვის.

18 წელია პოლიტიკურ დევნილობაში ვიმყოფები. 2004 წელს უკრაინაში ჩამოვაყალიბე სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი, რომელიც კონსულტაციას უწევს მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, ხელმძღვანელებს, გვაქვს სერიოზული ინფორმაციული წვდომა და კონტაქტები. ის რაც ვნახე, ამისთვის ტეხასიდან სამხრეთით გადავადგილდი, რომ გადამემოწმებია ეს ინფორმაცია.

ადეიშვილთან საუბრისას სააკაშვილი ლაპარაკობს იმაზე, რომ მას აქვს დაგეგმილი მსხვერპლთშეწირვა, საუბარია ნოდარ მელაძის და მაკა ჩიხლაძის მკვლელობებზე, საუბარია სანაიას სცენარზე, რომ რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ,

ბოლო სიტყვებით იხსენებიან ოპოზიციას, რომელიც ვერაფერს აკეთებს, რევოლუციას ვერ აწყობენ, ვერ ახერხებენ ღარიბაშვილის გადაყენებას. ეს არის მისი დამოკიდებულება, კონკრეტულ დავალებებს იძლევა. მისი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სისტემის ჩამოშლა ამ მკვლელოვის ფონზე.

იმდენად ძნელად მოსასმენია ეს ყველაფერი, როცა იძახის, რომ ახლა არის ეს ვითარება რომ დაიხოცოს უნდა ეს ჟურნალისტები და აირიოს ქვეყანა.

ქვეყანაში მართლაც პოლიტიკური კრიზისია, სერიოზული შეცდომები დაუშვა ხელისულფლება, თუნდაც მელიას დაკავება, რაც მე არასწორი მიმაჩნია, საერთაშორისო დაძაბულობის გამოწვევა და ა. შ. სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ახლაა ის ვითარება, რომ დაშლის ივანიშვილის სისტემას.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ დაიცვას ეს ჟურნალისტები და დაიცვას ასევე ოპოზიციაც.

რაც შეეხება ჩანაწერებს, დასადგენია მისი ავთენტურობა, გასარკვევია როდის მოხდა ეს და იყენებდა თუ არა ბერა ივანიშვილი სახელმწიფო უწყებებს პირადი ანგარიშსწორებისთვის – ეს სერიუოზული ფაქტია. თუ ამაზე საქმეს არ აღძრავენ და არ გაირკვევა – ეს ის ამღვრეული წყალია, სადაც სააკაშვილს შეუძლია ჩამოშალოს სისტემა.

მზად ვარ ვესაუბრო სახელმწიფო უწყებებს, მივაწოდო ინფორმაცია, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ წყაროსთან, რომ ამ საუბრის ჩანაწერიც გავსაჯაროო.”

თეგები: ლევან მამალაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved