საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ჩვენი ქვეყნის დიდი ტრაგედია ის იყო, რომ დღევანდელის დაკარგვის შიშით თითქოს მომავალზე ფიქრის უფლება წართმეული გვქონდა. მაგრამ ახლა ათობით ათასმა ადამიანმა კიდევ ერთხელ ანახა, რომ მომავალი იქმნება დღეს. არც დანარჩენ ევროპას მიუღწევია კეთილდღეობისათვის ერთ დღეში. ეს გზა გრძელი იყო მაგრამ თუკი დანარჩენმა ევროპამ შეძლო, ჩვენც შევძლებთ.
კომენტარები