• რეკლამა
  • კონტაქტი
04:59, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ასტრაზენეკა” სასწრაფოდ შესაჩერებელია – ვინ უნდა შეაჩეროს ასტრაზენეკათი აცრა საქართველოში? – გიორგი ფხაკაძე

ალია ავტორი - ალია
14:30 03-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე,  სოციალურ ქსელში, ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“მე გავაკრიტიკე ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამა, გავარკვიე ვინც დაწერა, ეს ხალხი წერდა ამ პროგრამებს შევარდნაძის დროსაც, მიშას დროსაც და ახლაც ეგენი წერენ. ერთი და იგივეს წერენ…

მე ვეთანხმები იმას, რასაც ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მაგრამ მე არ ვცხოვრობ ცალკე კუნძულზე და ვხედავთ, გაუჩნდა ასტრაზენეკას რაღაც პრობლემები. ფაქტია, სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი სააგენტოები აჩერებენ მის გამოყენებას. საფრანგეთმა და გერმანიამ რომ თქვა – არა, ეს ნიშნავს, რომ მთელი ევროპა გააჩერებს.

ახლა რა წერია ჩვენი, საქართველოს ვაქცინაციის პროგრამაში – ჩვენ შემოვიტანთ ვაქცინებს, რომელიც არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ძლიერი მარეგულირებლის მიერო, ახლა გამეცით პასუხი, ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?

თუ მეუბნები, რომ ძლიერ მარეგულირებლებს უსმენ, ვის უსმენ? ევროკავშირს, საფრანგეთს, ჩეხეთს, ეგვიპტეს, ინდოეთს? რომელს? დაწერეთ! ეს ვაქცინაციის გეგმა არის სადღეგრძელო! უჯიშოები არიან, სადღეგრძელოც არ იციან. ამიტომ, მე ვერც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ ვიმუშავებ, სადაც ასეთი გიენები და გველებია…

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან დამეტაკნენ და გეტყვით რატომ – შეჩერდა ევროპაში, საფრანგეთში და გერმანიაში ასტრაზენეკას ვაქცინა, გამეცით პასუხი – ვინ შეაჩერებს ასტრაზენეკას ვაქცინას საქართველოში? ვის აქვს მაგის ერთი ადგილი, რომ თქვას, მე ახლა შევაჩერებ ვაქცინაციას? არაფრის თავი რომ არა გაქვთ და საქმის გამკეთებლები არა ხართ, აღარავის რომ არ სჯერა თქვენი, ისე რომ გააკეთეთ, პატარა ბავშვებსაც აღარ სჯერათ თქვენი. მე უფრო დამიჯერებს ახლა ხალხი, ვიდრე თქვენ. მე როცა ვლაპარაკობ 600 ათასი კაცი მიყურებს და თქვენ რომ ლაპარაკობთ, 10 კაცი გიყურებთ და გინებითაა სავსე და სწორია ეს ხალხი, ატყუებთ ყოველი დღე, მთელი წლის მანძილზე, ყოველ დღე ატყუებთ.

დიახ, ასტრაზენეკა არის შესაჩერებელი! დიახ, მე გიორგი ფხაკაძე ვფიქრობ, რომ ასტრაზენეკა არის შესაჩერებელი ქვეყანაში, დაიწყეთ ფამფარებით, მაგრამ დასაკეტი გექნებათ, თუ გაქვთ ერთი ადგილი – შეაჩერეთ. მე რომ ვყოფილიყავი ჯანდაცვის მინისტრი გავაჩერებდი და ვიტყოდი, სანამ მე არ მივიღებ 100 პროცენტიან გარანტიან ძლიერი მარეგულიერებლი ორგანოებისგან (როგორც უწერიათ ვაქცინაციის გეგმაში) არ გავაკეთებდი ასტრაზენეკას. მე არ ვიძახი, რომ ეს ვაქცინა კარგია, ან ცუდია. ჩემი პოზიცია მარტივია – ამ წუთას, ახლავე უნდა შეაჩეროს ქვეყანამ ასტრაზენეკას ვაქცინაცია, კი არ გააჩეროს, შეაჩეროს.

ვაქცინის მომხრე რომ ვარ, სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ შესაჩერებელია ასტრაზენეკა. ვიცი, ახლა მისი შეჩერება სახის დაკარგვაა, მაგრამ შესაჩერებელია. აგერ შეჩერდა საფრანგეთის პრეზიდენტის დადგენილებით – სად არის ჩვენი პრეზიდენტი? ვინ არის ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი, ვერ გავიგე! პრემიერი ვერაფერს წყვეტს, პრეზიდენტი ვერაფერს წყვეტს, მინისტრი ვერაფერს წყვეტს, პირველი მოქალაქე, მამა წავიდა… – ვინ არის ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები???

ასტრაზენეკა უნდა შეჩერდეს. კი არ გააჩეროთ, შეაჩერეთ!

დიახ, მინისტრმა, მინისტრის მოადგილემ, პრეზიდენტმა, ყველამ გაიკეთოს ეს ვაქცინა. ხომ მაგრები არიან? ახომ ჩამოიტანეს? რატომ არ იკეთებენ? ეს ზღაპრები, სხვა ექიმს მივცემო, 48 ათასი დოზაა და 4 ათასი კაცი დარეგისტრირდა, ხომ ხედავთ რომ ჩაგივარდათ ეს პროგრამა? გეუბნებით, რაც გინდათ, ის დამიძახეთ, ასტრაზენეკას ვაქცინაცია შესაჩერებელია, სანამ არ გაირკვევა ყველა დეტალი ბოლომდე! ხომ ხედავთ, რომ ხალხი შეშინებულია და პანიკაშია. იძულებით უარეს შედეგს მიიღებთ. საზღვარგარეთ მარტო შოპინგებზე დადიოდით? ტრენინგებზე ჩათაობდით? უნივერსიტეტებში არ სწავლობდით? არ ვიცი, საიდან არის ეს ხალხი.

ამერიკაში, მოსახლეობის ათი პროცენტი, ვინც გაიკეთა ასტრაზენეკას აცრა, მეორე დოზის გასაკეთებლად არ მივიდა. შენ გაქვს ამისი გარანტია, რომ 10 კი არა, 20 პროცენტი მოვა? ვაქცინაციის პროპაგანდაც არ გაგიკეთებიათ.

ახლა იტყვიან ფხაკაძე ანტივაქსერიაო – ვაი, თქვენ პატრონს, უბედურს. რაც მე სტატია მაქვს დაწერილი, იმდენი წაკითხული არა გაქვთ, თქვენი ცხოვრების მანძილზე. დამისახელეთ ექსპერტი საქართველოში, ვინ არის ჩემი დონის ექსპერტი? დამისახელეთ. ვის საქვს 25 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება? ისე ვარ დატვირთული, რომ ზოგჯერ სულ 2 საათი მძინავს, ან 3 საათი, მაგრამ რაც საქართველოს ეხება, ვერ ვითმენ.

მთელი ჯანდაცვის სიტემა, მთელი ჯანდაცვის სამინისტრო ჩაფლავდა.

ძვირფასო კოლეგებო, ჩემო უსაყვარლესო ექიმებო, ექთნებო, ვიცი რომ წინა ხაზზე ხართ, მწერთ, მეკითხებით და გპასუხობთ, თავი უნდა შევიკავოთ ამჯერად ვაქცინაციისგან. აუცილებლად უნდა გაკეთდეს ვაქცინა, წინააღმდეგი კი არა ვარ ზოგადად, მაგრამ ამჯერად თავი უნდა შევიკავოთ, ვნახოთ რა პასუხებს მივიღებთ ევროპის დიდი მარეგულირებლებიდან. ახლა აქტიურად მუშაობენ მთელ მსოფლიოში, იმ გარდაცვლილსაც მილიმეტრობით შეამოწმებენ და მილიონი თვალი უყურებს ამ პროცესს. არაფერი გამოეპარებათ. რა ინფორმაციაც იქნება, პირველ რიგში გეტყვით სიმართლეს. გადაყვეტილებას თქვენ იღებთ, მე თქვენ გადაწყვეტილებში ვერ ჩავერევით, მაგრამ მე ჩემ აზრს გეტყვით პირნათლად.

რადგანაც მარეგულირებელი არა გვაქვს, პრეზიდენტი გვყავს “ფრანგი” და ვკითხოთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციაა გააგრძელეთო, იქ სხვა დინამიკა მიმდინარეობს, ის გლობალურად უყურებს. ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგზე და უნდა ვყუროთ რა ხდება ევროპაში. უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ევროპა აკეთებს და ასტრაზენეკა უნდა შეჩერდეს სასწრაფოდ. არც კი გაბედოთ, იმის თქმა, რომ ანტივაქსერი ვარ. ჩემ კოლეგებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, და ვარ მათთან ერთად. მჯერა რომ ერთობლივად ყველაფერს გავაკეთებ.

არ დაგავიწყდეთ, პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა – მიტინგებზეც თუ მიდიხართ, დაიცავით დისტანცია!”

თეგები: ამირან გამყრელიძეასტრაზენეკაგიორგი ფხაკაძეეკატერინე ტიკარაძევაქცინაკორონავირუსისალომე ზურაბიშვილიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved