• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ამიტომ გავიწიეთ ჩვენ გვერდზე, მათ გვითხრეს, რომ თავისი გეგმა ჰქონდათ… ეს სამარცხვინო და მდაბიო საქციელია” – რას ჰყვება სანდრო ბრეგაძე 5-6 ივლისის მოვლენებზე

ალია ავტორი - ალია
15:27 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ვიდეოს ავრცელებს სოციალურ ქსელში და ამბობს:

“5-6 ივლისის მოვლენებში “ქართულ მარშს” არ მიუღია მონაწილეობა, არც ორგანიზაციაში და არც აქციაში.

ჩვენ ვართ გეი-აღლუმის მოწინააღმდეგე და ვფიქრობდით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაეშვა პრაიდი. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები.

5 ივლისს დაგეგმილი იყო პროვოკაცია და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ არ მიიღო “ქართულმა მარშმა” მონაწილეობა. ჩვენ არ ვიყავით და არც ვართ არც ჟურნალისტებთან კონფლიქტის მომხრეები, არც ვიღაცის კარვების აღების მომხრეები და არც ოფისში შევარდნის მომხრეები.

შეიძლებოდა მლოცველებს დაეკავებინათ რუსთაველის გამზრისი, პარაკლისი გადაეხადათ, დაიშლებოდნენ, პრაიდს უკვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ აღარ ატარებდა ღონისძიებას, დაიშლებოდნენ მშვიდობიანად და კარგად.

5 ივლისს აპირებდა გამოსვლას უპატნიოსესი, უკელთიშობილესი, მორწმუნე მრველი… ჩვენდა სამწუხაროდ, იქ გამოჩნდა სახელისუფლებო ვექტორის ხელი… მოინდომეს კარვების აღება, ოფისში შესვლა… ეს ჩვენ მშვიდობიან გეგმაში არ ჯდებოდა და მიზანშეუწონელი იყო. ჩვენ შევთავაზეთ თავის დროზე, მოდით გავერთიანდეთ და ერთად ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამის მშვიდოიბანად გაკეთება.

უარი გვითხრეს, გვითხრეს, რომ მათ აქვთ გეგმა, შექმნეს საორგანიზაციო ჯგუფი, სადაც “ქართული მარში არ იყო წარმოდგენილი.

ძალიან დიდი შეცდომებია იქ დაშვებული, რამოდენიმე ათეული ახალგაზრდა რომ ციხეში ზის და ის ადამიანები სამშობლოს მოყვარული ადამიანები არიან, ეს უკვე ტრაგედიაა. ტრაგედიაა ისიც, რომ დაშავდნენ ოპერატორები, ჟურნალისტები. ტრაგედიაა ეს. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი ისეთ აქციაში მონაწილეობისგან, რომელი აქციის არსიც არ ვიცოდით.

ეს დღე ჩვენი ქვეყნის მტრებმა, ყველა მიმართულებით, გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ და დღეს ქვეყანა რთულ ვითარებაშია ჩავარდნილი.

ამ თავისივე დადგმულ პროვოკაციაში, სურთ ყველა გარიონ, ძალიან უნდათ “ქართული მარშის” მონაწილეობა დაინახონ სადმე, გაგიჟებულები არიან, რომ ჩვენი მონაწილეობის კვალი ვერ აღმოაჩნიეს. ეკლესია, საპატრიარქო, კონსერვატული ძალები უნდათ ამოშანთონ და გააშავონ.

მე არ ვთვლი, რომ პრაიდი არის ლგბტ აქტივის მხარდამჭერი, ეს პოლიტიკური აქცია.

დღეს რას ვხედავთ, გაჰყვირიან ქუჩიდან, რომ ყველა დასასჯელია ვინც მათსავით არ ფიქრობს და ხვალ რომ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, “იმედის” დარბევა იქნება ტკბილი სიზმარი, სისხლის გუბეები იქნება რევანშისტების, ბართლომეს ღამე მოეწყობა ქრისტიანების წინააღმდეგ. ამაში დარწმუნებულები იყავით.

“ქართული მარში” არ იღებს პასუხისმგებლობას 5-6 ივლისს განვითარებულ აქციაში, იმ აქციას ჰყავდა თავისი საროგანიზაციო ჯგუფი, ჩვენ არც საორგანიზაციო ჯგუფში ვიყავით, არც მოსამზადებელ სამუშაოებში მიგვიღია მუშაობა და არც აქციის დღეს გამოვსულვართ ქუჩაში. ეს მოხდა იმიტომ, რომ არ გვინდოდა და არ გვინდა, რომ ლგბტ პრაიდი ჩატარდეს, მაგრამ ჩვენ რაღაც-რაღაც მომენტებში, დავინახეთ საკმაოდ საშიში პრეცედენტები.

არ შეიძლება ეროვნული მოძრაობა ვაქციოთ ხელისუფლების შპს-დ, ეს არის სამარცხვინო და მდაბიო საქციელი.

“ქართული მარში” რომ იქ ყოფილიყო, არც ჟურნალისტების ცემა მოხდებოდა, არც ფანჯრების ჩამსხვრევა და არც პრაიდი ჩატარდებოდა.

პოლიტიკური მდგენელი შემოიტანეს და ეს სიტუაციები სხვადასხვა კაბინეტებში და სხვადასხვა ქვეყნებში იმართებოდა…

ვიღაცეები ჩავრეცხოთ და მოდი, ჩავრეცხოთ ყველა, ეს არ გამოგივათ, მეგობრებო…. ვიღაც მომიტინგეებს ხომ დავერიეთ, საცოდავ, მშრომელ ბიჭებს, უმეტესობა ტაძარში სალოცავად იყო მოსული, იმათ ხომ დავერიეთ, ბარემ, მოდი პოლიტიკური ველიდან საპატრიარქოც გავდევნოთ, ვინც ნორმალურად აზროვნებს, ყველა გავდევნოთ და ლიბერალური რევოლუცია მოვახდინოთ, ეს არ გამოვა, მეგობრებო… სხვის ორგანიზებულ აქციაზე ჩვენ არ ვაგებთ პასუხს… ლიბერალების ხელში საქართველო არ იქნება…”

თეგები: სანდრო ბრეგაძექართული მარში

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved