1,080
ჟურნალისტი, გამოცემა ოდიშინიუსის დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა:

ფოტოსქრინი ახალგამოქვეყნებული ვიდეოდან (დნიპრო):

სილაგავა ცდილობს, პოლიციელს იარაღი წაართვას. ვიდეოში კი ჩანს, რომ ამ დროს სილაგავას შეყვარებული ქალი (მისი თანამგზავრი) თავს ესხმის მეწყვილე პოლიციელს და მას ზურგიდან აკავებს.

ამ ვიდეოს საფუძველზე, სავარაუდოდ, დაკავებულ პოლიციელს გაათავისუფლებენ, ხოლო სილაგავას თანამგზავრ ქალს პოლიციელზე თავდასხმის გამო, 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება – სისხლის სამართლის საქმე პოლიიციელების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის უკვე აღიძრა.

შეგახსენებთ, დნიპროში ლიკვიდირებულია უკრაინის მოქალაქე, ეთნიკურად აფხაზი ჯუმბერ სილაგავა, რომელიც ჯერ პოლიციის მოთხოვნას გაჩერების შესახებ არ დაემორჩილა, შემდეგ კი სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მას სამჯერ ესროლა მას შემდეგ, რაც სილაგავა პოლიციელ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა – ქალს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და კლინიკაში იმყოფება. ვიდეო, სადაც ორივე პოლიციელზე თავდასხმა ჩანს:
კომენტარები