• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვეჭვობთ, რომ სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ – ასოციაცია

ალია ავტორი - ალია
14:51 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ.

გაერთიანება აცხადებს, რომ პროცესი სრულიად გაუმართლებელია და ვარაუდობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა მათივე პოლიტიკური შეხედულებები იყოს.

2024 წლის 25 დეკემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს და აცნობეს, რომ მომავალი 2025 წლიდან აღარ უგრძელებდნენ შრომის ხელშეკრულებას და თავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან.

ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამ დრომდე დეპარტამენტისა და სამმართველოს უფროსების მხრიდან ეს თემები არ განხილულა, სოციალურ მუშაკებს ჩვეულ რეჟიმში ეწერებოდათ საქმეები და აგრძელებდნენ მუშაობას. ამასთან ერთად ქვეყანაში არსებობს კვალიფიციური სოციალური მუშაკების კრიტიკული დეფიციტი, რის გამოც ხშირად დასაქმებულებს უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება პირადი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. ამ ფაქტს თავად სოციალური მუშაკების დამსაქმებლებიც ხშირად აღნიშნავენ. შესაბამისად არ არსებობდა კადრების შემცირების რაიმე საჭიროება, არამედ – პირიქით. მეტიც ქუთაისში არასრულწლოვანთა რეფირების ცენტრიდან გაათავისუფლეს ერთადერთი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ხოლო ამ სპეციალისტების მუშაობის გარეშე ცენტრის ფუნქციონირება შეუძლებელია.

ჩვენ უკვე წლებია ვხედავთ, როგორ ვერ აცნობიერებენ დამსაქმებლები სოციალური მუშაობის საჭიროებას საზოგადოების დახმარების, დაცვისა და განვითრების პროცესში. არა ერთი რეორგანიზაცია გვინახავს, რომლის დროსაც სოციალური მუშაკები დაუსაბუთბლად გაათავისფულეს, რითაც ზიანი მიაყენეს როგორც დასაქმებულებს ისე სფეროს და ბენეფიციარებს.

ამჯერადაც ვხედავთ სრულიად გაუმართლებელ პროცესს და გვაქვს ეჭვი, რომ ამჯერად პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისფულებენ კვალიფიციურ კადრებს. ჩვენი პროფესიული კავშირი და სრულიად პროფესიული თემი წინ აღვუდგებით ამ უსამართლობას და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტსა თუ სოლიდარობის სხვადასხვა აქტს!

საზოგადოებას რეაგირების შემდგომი ნაბიჯების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას.” – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved