• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერც ივანიშვილის სახლთან და ვერც მის მოშორებით, აკუსტიკური იარაღიდან ვეღარ გავისვრით – “სიჩუმის კანონის” დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:45 06-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „იარაღის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელიც იარაღის ბრუნვის შეზღუდვის მიზნით შემუშავდა.

კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც არეგულირებს გაზის (აირის) იარაღის ტარებისა და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარებისა და გადატანა-გადაზიდვის წესს.

დასაშვები გახდება გაზის იარაღის ტარება, თუმცა დაუშვებელი იქნება მისი ღიად ტარება და საჯარო სივრცეში დემონსტრირება.

„ხმოვანი იარაღის გამოყენება დასაშვები ხდება მხოლოდ კონკრეტული მიზნით – თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში, რამდენადაც მას არ გააჩნია თავდაცვითი ფუნქცია, დაუშვებელი იქნება ასეთი იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება”, – განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, ირაკლი ბერაიამ.

კანონპროექტის შესახებ დღესვე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმსჯელებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

“ალია” შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, ივანიშვილის სახლთან, სწორედ, აკუსტიკური იარაღიდან მოხდა გასროლა, მაშინ, შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კითხვაზე, რატომ დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების მუხლით ძიება, როცა საქმე ეხებოდა ფუჭ ტყვიებს, გვიპასუხეს, რომ ექსპერტიზას ელიან, თუმცა, “ალიამ” გასროლიდან, რამდენიმე წუთში დაწერა (ფოტოების მიხედვით), რომ გასროლა მოხდა აკუსტიკური, სასიგნალო იარაღიდან. მოკლედ, ასე დააკავა ნოემბერში შსს-მ პირი, რომელსაც, იმდროინდელი კანონის მიხედვით, არ ეკრძალებოდა სასიგნალო იარაღიდან სროლა.

გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მე და ჩვენ (პარტიამ) ამერიკელ სენატორებს ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გავათავისუფლეთო. ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, რომელ კრიმინალებს გულისხმობს, მაგრამ ერთი წამით დავუშვათ, რომ ნამდვილი კრიმინალები გაათავისუფლე და სიმართლე თქვა – 1. ამერიკას ბრალი დასდო კრიმინალების გამოშვების ზეწოლაში და 2. კრიმინალები გამოუშვა და სასიგნალო იარაღის გამოყენების უფლებასაც გვართმევს?

რატომ, ბატონებო? ვინმე ქვეყანაში ვერ ეგუება ხმაურს? შიმშილს ვეგუებით, მზარდ ფასებსა და დანაშაულსაც და ხმაური არ შეიძლება?

და რაო მერე ამერიკამ, ჩვენ რატომ გვაქვს დაშვებული ქვეყანაში იარაღის ტარების უფლება და თქვენ რატომ უნდა აკრძალოთო? – თუ ამაზე არ გისაუბრიათ?

მალე დანები ჩამოგვართვით და ჩანგლები, ჩანგალი არაფერში დაგვჭირდება ცოტა ხანში და პურს ხელითაც კი დავტეხთ, დანა რაღა საჭიროა. სამაგიეროდ, დეპუტატებს, არათუ სასიგნალო, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვთ, ამას დამატებული დაცვა და ზოგს ათზე მეტი იცავს, მაგალითად.

ჩვენ ვინ დაგვიცავს? აგერ, 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 2016 წლიდან ნინოწმინდის პანსიონზე და აღსაზრდელების ნაწილი მხოლოდ დღეს გადაიყვანეს პანსიონიდან, ისიც, იმ მიზეზით, რომ აღსაზრდელებმა თავად გამოთქვეს ამის სურვილი.

არადა, კონსტიტუციის მიხედვით, რევოლუციის უფლებაც კი გვაქვს, ეს იმას ჰგავს, ჭამის უფლება რომ გვაქვს და საჭმელი – არა, სახლში ცხოვრების უფლება რომ გვაქვს და სახლი – არა, განათლების უფლება რომ გვაქვს და მაინც ვერ ვიღებთ განათლებას, გადაადგილების უფლება რომ გვაქვს და ღამით გადაადგილებაზე ჯარიმა რომ დააწესეს, ჯანმრთელობის შესახებ კანონით…

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე წლის წინ, პოლიციას რომ მივმართე მუქარის ფაქტზე, ვინც მემუქრებოდა, იმან მომწერა ცოტა ხანში, პოლიციაში ყოფილხარ და გავიგე, ორ დღეში კიდევ უნდა მიხვიდეო, ანუ, მას ვინც მემუქრებოდა, ჩემი სავარაუდო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს? მას შემდეგ, ამბის გასაგებად რომ ვრეკავდი, ტელეფონს მითიშავდნენ, ამდენი წელი გავიდა და რა უყვეს საქმეს, არავინ იცის. სამაგიეროდ, მე უნდა ვიყო ჩუმად, ფუჭი ტყვიაც არ უნდა გავისროლო, წუხდებიან.

თამო კეშელავა, ალია

რა ტიპის იარაღიდან და როგორი ტყვიები ისროლეს ივანიშვილის “რეზიდენციასთან”? – ახალი დეტალები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved