„თუ ასეთი აყვავებულები ვართ, ამ ბავშვებისთვის ფული როგორ არ გამოიძებნა, თუ ხალხს უნდა კითხონ, ის კანიე ვესტი რომ ჩამოჰყავთ ბიუჯეტის ფულით, იქ რატომ არ გვკითხეს“, – ამის შესახებ რეჟისორმა, ბესო სოლომონაშვილმა ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ვერც ერად შევდგებით, ვერც საზოგადოებად, ეს 100 ბავშვი თუ ვერ გადავარჩინეთ.“
ვნახე კადრები, როგორ იძახიან, რომ ოპოზიცია სპეკულირებს, კი ბატონო, ვისპეკულირებ, ოღონდ ამ ბავშვებს ფული მისცენ, – ამბობს რეჟისორი.
ვნახე კადრები, როგორ იძახიან, რომ ოპოზიცია სპეკულირებს, კი ბატონო, ვისპეკულირებ, ოღონდ ამ ბავშვებს ფული მისცენ. ორი რამე ხდება მანდ- ერთი, თუ ასეთი აყვავებულები ვართ, ამ ბავშვებისთვის ფული როგორ არ გამოიძებნა, თუ ხალხს უნდა კითხონ, ის კანიე ვესტი რომ ჩამოჰყავთ ბიუჯეტის ფულით, იქ რატომ არ გვკითხეს, მინდა მე ვიღაც ამერიკელი რეპერის ჩამოყვანაში ფულის გადახდა. ფასების კომისია რომ შეადგინეს, დამატებით პრემიებს რომ იწერენ და პარლამენტარებს უმატებენ ფულს, იქ რატომ არ გვკითხეს, მინდა, იმან 14 ათასი აღოს. კაბინეტებში, კულუარებში ალბათ ასეთი ლაპარაკი მიდის – თუ ძმა ხარ ერთი რა, დამანებე, 100 ბავშვია და 50 მილიონი?
ვერც ერად შევდგებით, ვერც საზოგადოებად, ეს 100 ბავშვი თუ ვერ გადავარჩინეთ. გვკითხონ, იქნებ გვინდა 20-20 % ჩვენი ხელფასიდან ყველამ გავიღოთ. 17 მაისს რომ სიწმინდის დიდი ჯარი მოიდოდა, 10-10 ლარი გადაიხადონ და ეს სიკეთე გააკეთონ. 100 ბავშვი გადაგვირჩინონ. სამაგიეროდ ის თქვეს, რომ თურმე, სპეკულირებს ხალხი. იმას რომ წაიკითხავ და მოისმენ, დედა რომ ჰყვება, ხელები ამაწევინე, ჩაგეხუტოო, ამას რომ წაიკითხავ და კიდევ ასეთი ცივსისხლიანი იქნები, იმ ქვეყანას მომავალია რ აქვს, – განაცხადა ბესო სოლომონაშვილმა.














კომენტარები