• რეკლამა
  • კონტაქტი
15:52, შაბათი, 21 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერტმფრენის კატასტროფა და რვა ადამიანის დაღუპვა უიოლესად გადააგორეს” – ვინ არის პასუხისმგებელი? – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:41 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
827

ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე:

 

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფა და რვა გამორჩეული ადამიანის დაღუპვა უიოლესად გადააგორეს შემთხვევაზე პასუხისმგებელმა ადამიანებმა, რომლებიც არც დაისჯებიან და არც არავის პასუხისმგებლობა დადგება.

როგორ მოახერხეს ეს? ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის ზედაპირულობითა და გონებრივი სიზარმაცით!
ოპოზიციამ ხელზე დაიხვია სუპერ პუმების თემა, წინა ხელისუფლებამ იყიდა და რატომ არ გამოიყენესო?
ზუსტად ეგ უნდოდათ ქოცებს. ძალიან მარტივად და მშვენივრად გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რომ პუმა ამ კომპლექტაციით არ არის სამაშველო ვერტმფრენი, ის სააკაშვილმა თავისი კომფორტისთვის იყიდა და ა.შ.

არ დასმულა არც ერთი ოდნავ სიღრმისეული კითხვა. არადა აქ ხელისუფლების ბრალეულობა ისეთი მკაფიოა, რომ სრულიად კოჭლ დემოკრატიაშიც უნდა მოხერხებულიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება.

2018 წელს სარალიძის მკვლელობის საქმეზე ოპოზიციამ პარლამენტში შექმნა საგამოძიებო კომისია, იბარებდნენ ოფიციოზებს და კარგად ათრევდნენ. ვერტმფრენის ტრაგედიაში ოფიციოზის დანაშაული, ერთი შეხედვითაც, ბევრად უფრო მკაფიოა, ვიდრე სარალიძის საქმეზე იყო, მაგრამ ოპოზიცია წყალმა წაიღო…
თუ არ გამოდიხართ მაგ პარლამენტიდან, საგამოძიებო კომისიის შექმნა მაინც მოითხოვეთ! ეს თქვენი უფლებაა. უარს გეტყვიან? მოსდეთ მთელს ევროპას, რომ 12 პუნქტს ისევ არ ასრულებს ხელისუფლება და ა.შ.
შემდეგ გამოდით და ელაპარაკეთ ხალხს, რა მოხდა!

ვერტმფრენის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ამასწინათ დავწერე ჩემი ორი მთავარი კითხვა, რომელსაც ქვემოთ კიდევ ერთხელ ჩავაკოპირებ.
ჩემზე მეტი და უფრო ინსაიდერული ინფორმაცია დაწერა Ucha Abashidze-მ. მის პოსტსაც აქვე ჩავაკოპირებ.
აი ამ კითხვების გარშემო არაერთი ადამიანი უნდა დასჯილიყო, მაგრამ ოპოზიცია ზარმაცობს და ის უუნაროა. შედეგად, დასასჯელი დაუსჯელი დარჩება და ჩვენც არაფერი დაგვიფარავს მომდევნო ტრაგედიებისგან.

მაშ ასე:

1. გვაქვს თუ არა საგანგებო ვითარებაში მოქმედების უსაფრთხოების პროტოკოლი?
არ შეიძლება ასეთი საკითხი მინდობილი იყოს სუბიექტურ გადაწყვეტილებაზე და ინდივიდუალურ მამაცობაზე.
მიდგომა რომ “ასჯერ გაუკეთებიათ და ასმეერთედაც გააკეთებენ” არის წინა საუკუნის 50-60-იანი წლების მიდგომა. განვითარებულ ქვეყნებში გადაწყვეტილებებს ასე არ იღებენ. უნდა იყოს პროტოკოლი და მას ემორჩილებოდეს ყველა. ჩვენთან რა ხდება ამ მიმართულებით?
მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მთამსვლელები რომ ჩაეშვათ დაშავებულთა ამოსაყვანად, როგორც ეს მოგვიანებით მოხდა კიდეც, ტრაგედიას ავცდებოდით.
როგორი იყო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვასთან დაკავშირებით ამ და სხვა შემთხვევებში? ვინ და რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება?;
2. ათი წლის წინ რომ წინა ხელისუფლებამ სხვა რაღაც იყიდა, რომელიც ახლა არ გამოგადგათ, ამით თავის მართლება არის ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრა.
ყველამ ვნახეთ თანამედროვე ვერტმფრენები, რომლებსაც კუდი მეტალის კონსტრუქციით აქვთ დაცული და კლდესთან შეხება არ გამოიწვევდა კატასტროფას. მეტიც, უფრო მცირე ზომის ვერტმფრენები მეტად მობილურები არიან ვიწრო ხეობებში.
მეტადრე 2015 წლის ვერეს ტრაგედიის შემდეგ, ასეთი ვერტმფრენები რომ გეყიდათ, ტრაგედიას ავცდებოდით.
ანუ, სულ მცირე, ორი მიზეზია სახელმწიფოს ბრალეულობით, როგორ შეგვეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება.
ძვირფასო კრიტიკულო მედიავ, დაანებეთ მიშას და პუმებს თავი. შედით უფრო მეტად სიღრმეში და დასვით შინაარსობრივი კითხვები.
როგორც ხედავთ, პუმების და მიშას თემას ისე გიბრუნებენ უკან, რომ ლამის აქეთ გაქვთ თავი სამართლებელი.
ზემოხსენებული ორი კითხვა უნდა დაისვას მთელი სიმწვავით, რათა:
1. პარაპლანების აკრძალვით და დაღუპულების ოჯახებისთვის ფულის მიცემით არ შემოიფარგლოს სახელმწიფოს რეაქცია;
2. ისევ მი-8-ების და მფრინავების სიმამაცის ამარა რომ არ დავრჩეთ შემდეგი ტრაგედიისას.
ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 2015 წლის ვერეს ტრაგედიას 2016 წელს მასობრივი ხანძრები მოყვა საქართველოში და თურქული ვერტმფრენები ჩაერთნენ მათ ჩასაქრობად. რუსეთმაც მზადყოფნა გამოთქვა, მოგეხმარებითო. სანამ მართლა რუსეთის მოსახმარებლები არ გავხდით, ეგება 1-2 სსიპ/ააიპ დახურონ და შეავსონ ავიაპარკი.
არც ერთი ზემოთ განხილული საკითხი არ მოითხოვს ავიაციის სპეციალისტობას. ამაზე არც ვსაუბრობ და არც მაქვს პრეტენზია. დიახ, ეს არის პოლიტიკის კითხვები და საუბარია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.

უჩა აბაშიძის პოსტი:

ჟურნალისტური გამოძიების პატარა შედეგები:
სალამი უჩა , მოკლედ მი-8 ვერტმფრენის ჩამოვარდნის თემას შევეხები, ჯერ ჯერობით საჯაროდ არ ვსაუბრობ არც კომენტარებში, ველდოები რა მოხდება
მოკლედ ადგილზე შევესწარი სიტუაციას
დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა შემთხვევა
შემთხვევიდან ნახევარ საათში დაკიდეს თოკები და პარაპლანის მგზავრიც და პილოტიც რომლებიც კლდეზე იყვნენ დაკიდებულები გადავიყვანეს დაცვაზე რო არ ჩაჩეხილიყვნენ კლდეზე (საკუთარი ძალებით ქნეს ეს იქ ხალხმა და სხვა პარაპლანერისტებმა [ჩემი-შენიშვნა] )
მერე მოვიდა სამაშველო გუდაურის რომელსაც არ ქონდა არც თოკი არც არანაირი აღჭურვილობა
მერე მოვიდა ყაზბეგის სამაშველო ქონდათ რაღაც თოკები მაგრამ არ ქონდათ შესაბამისი აღჭურვილობა
2 საათი ყველა ითხოვდა სამთო საკაცეს და 2 ცალ 200 მეტრიან თოკს რო ამოეყვანათ, რომელიც სამწუხაროდ არ მოიძებნა
პარაპლანის მგზავრს რომ არ ესინჯებოდა პულსი მერე გამოიძახეს ვერტმფრენი
(ასე ვიგებთ რო ვიღაც ჩასული იყო დაშავებულებთან და უშუალოდ კონტაქტირებდა მათთან. [ჩემი-შენიშვნა] უბრალოდ ვერ ამოჰყავდათ, ანუ პირველად სამედიცინო დახმარების გაწევა შეიძლებოდა და მიმდინარეობდა ადგილზე, ალბათ)
ვერტმფრენი იყო სვანეთში პრემიერი ყავდა ჩაყვანილი დააგვიანდა იმაზე მეტი ვიდრე გვითხრეს მოსვლა
(1 ვერტმფრენი რო 7 საქმეს აკეთებს და მერე გვიკვირს პილოტის დაღლა და მეტალის დაღლა ცალკე საკითხია… [ჩემი-შენიშვნა] )
პილოტი ჩქარობდა ძაან, დაშავებულთან დაახლოებით 20 მეტრის თავზე მიფრინდა კლდეებთან როცა შეეძლო მაღლა დაკიდებულიყო და ლებიოტკა დაეშვა მაღლიდან (ამბობენ რო ლებიოდკა 80 მეტრიანი ქონდაო)
მაგრამ რატომღაც ახლოდან მივიდნენ
(ნუ ანუ ხალხს ვიღაცამ ასე აუხსნა რო 20 მეტრზე ჩასვლა ცუდია და რო 80-დანაც შეეძლო, მართლა შეეძლო თუ არა და რატომ გადაწყვიტა პილოტმა ასე – ცალკე საკითხია, მაგალითად იქნებ ქარი იყო და გრძელ კაბელზე დაშვება არ შეიძლებოდა, და ა.შ. [ჩემი-შენიშვნა] )
მოკლედ მიწაზე მდგომ მაშველებს არანაირი კონტაქტი არ ჰქონდათ ვერტმფრენთან (რაც მე ვნახე)
კლდეს გამოედო კუდის პროპელერით და მოხდა ის რაც მოხდა (მე ასე დავინახე, შეიძლება ვცდები, მარა მე ასე დავინახე)
მერე დაიწყო პანიკა როგორც ხალხში ისე სამაშველოში
ბოლოს როგორც იქნა მოვბილიზდით და ისევ სამთო საკაცით ამოსაყვანი გახდა პარაპლანის პილოტი, მგზავრი დაიღუპა ამასობაში
ბოლოს მოვიდნენ 2 კაცი სამთო სამაშველო ვინც თავის თავზე აიღო და როგორც იქნა მოაბეს თავი (სავარაუდოდ ალპინისტებზეა საუბარი [ჩემი-შენიშვნა] )
დანარჩენი რაც მე იქ ვუყურე ელემენტარული კვანძი არ იცოდნენ მანამდე ვინც იყვნენ და ღია კარაბინზე ქონდათ დაცვა აწყობილი
საპატრულო საერთოდ რას აკეთებდა არ იცოდა
ელემენტარული გზა ვერ დაკეტეს და სამედიცინო ჯგუფმა სულ ელემენტარული არ იცოდა დაშავებულთან მოქცევა
მე რასაც ვუყურე, გუდაურის ტრაგედია რაც მოხდა, მენეჯმენტის, ლოჯისტიკის და ორგანიზების ბრალია
არანაირი კომუნიკაცია და გეგმა არ იყო მაგ სამაშველოზე, უბრალოდ ყველა აკეთებდა “რაღაცას”, ქაოსში თავისი გადაწყვეტილებით და მივიღეთ ეგ შედეგი ?
– – – – – – – – – – – –
აქვე დავამატებ, რო სანამ გამოძიება არ დასრულებულა, კომპენსაციების გადახდა – არის არა “კარგი საქციელი”, არამედ კორუფცია
იმიტო რო რა იცი რა მოხდა? – იქნებ პილოტის შეცდომაა? იქნებ ნასვამი იყო ნახევარი ეკიპაჟი? – იქნებ ჩხუბი მოხდა ბორტზე? – იქნებ ვინმემ გაჭედა და თავი მოიკლა?
ანუ ამ შემთხვევაში, ყველა ვხვდებით რო ეს ასე არ იყო, მარა არანაირად არ შეიძლება კომპენსაციების დარიგება – გამოძიების სრულად დასრულებამდე
მარშუტკა რო აილეწება – ხო არ შეიძლება მძღოლიან-მგზავრებიანად ყველას ფულადი ანაზღაურება გადასცე, სანამ არ გამოიძიებ რა მოხდა არა?
იგივეა აქაც, და ასეა მთელ პლანეტაზე
და ეს კეთდება არა მარტო იმიტო რო მომავალში სხვა ნასვამი ეკიპაჟები არ წაახალისო (ვიმეორებ ეს არ მომხდარა!!!)
არამედ იმიტო რო წინასწარ ფულის გადახდა, სანამ გამოძიება მიდის – არის ოჯახების მოსყიდვა, ანუ კორუფცია
მთავრობამ იმენა 3 დანაშაული ჩაიდინა 2 დღეში:
1. არ თქვა რო “გამოძიება მიმდინარეობს და მანამდე ხმას არ ამოვიღებთ”
2. მაიხტა პარაპლანერიზმს, ვითომ ტრაგედია – პარაპლანერიზმის ბრალია
3. გასცა კომპენსაციები – გამოძიების დასრულებამდე, რაც გამოძიებას უშლის ხელს პირველ რიგში.

თეგები: ბექა კობახიძეტრაგედია გუდაურშიუჩა აბაშიძეშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved