• რეკლამა
  • კონტაქტი
22:54, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერის კორტების რეაბილიტაცია – 11 მლნ ლარი” – როგორ გადაანაწილეს თბილისის ბიუჯეტი

ალია ავტორი - ალია
14:03 12-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

თბილისის საკრებულომ, რომელსაც სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ესწრებოდა, დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

საკრებულოს ცნობით, თბილისის საჭიროებებისთვის მომავალ წელს 2 მილიარდ 455 მლნ ლარი დაიხარჯება.
2025 წელს განსახორციელებელი პროგრამები და პროექტები დედაქალაქის ვიცე- მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.
მისი განცხადებით, აღნიშნული თანხიდან ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებულია 707 მლნ ლარი. კერძოდ: გზები – 155 მლნ ლარი; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის ავტობუსების შეძენა – 183 მლნ ლარი; კეთილმოწყობის ღონისძიებები – 86 მლნ ლარი; ხიდები, კოლექტორები, საყრდენი კედლები – 24 მლნ ლარი; ავარიული სახლების გამაგრება-ჩანაცვლება – 21 მლნ ლარი; პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია – 52 მლნ ლარი;
თბილისის განვითარების ფონდის პროექტები – 46 მლნ ლარი; სპორტული მოედნები, მათ შორის ვერის კორტების რეაბილიტაცია – 11 მლნ ლარი; ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 14 მლნ ლარი.
თბილისის ვიცე-მერის თქმით, მიმდინარე და საოპერაციო ხარჯებს შორისაა გათვალისწინებული საბავშვო ბაგა-ბაღების სუბსიდია – 218 მლნ ლარი; ტრანსპორტის სუბსიდია – 396 მლნ ლარი; დასუფთავების ღონისძიებებისთვის 125 მლნ ლარი; ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტია 533 მლნ ლარი.

როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, დონორების დაფინანსებით განსახორციელებელ პროექტებს შორისაა მდგრადი ურბანული მობილობის პროექტი (KfW), თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (EBRD) და თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროგრამა (მოძრავი შემადგენლობების განახლება) (AIIB). ამ და სხვა პროექტებისთვის დონორების დაფინანსება ჯამურად 100 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, მომავალ წელს განსახორციელებელ მსხვილ პროექტებს შორისაა 18-
მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროექტი, რომელიც გარდამავალია და მომავალ წელს ამისთვის 145 მლნ ლარია გამოყოფილი; ვერის პარკის რეაბილიტაცია და სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; 5 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა; ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია; ჭადრაკის სასახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის მომდევნო წელს დაიხარჯება 7 მლნ ლარი, რაც შედის მთლიანად რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულ 34 მლნ ლარში. გარდა ამისა, განხორციელდება კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, გამაგრდება ფერდი წყნეთის გზატკეცილზე; განხორციელდება რუსთაველის გამზირის, ასევე ჭავჭავაძის გამზირი – ბაგების დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ამავე ქუჩებზე მოეწყობა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები და გარე განათება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved