• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ემიგრაციაში წასვლა მომიწევდა” – ზვიად ტომარაძე ქვეყნიდან წასვლის მიზეზზე

ალია ავტორი - ალია
21:13 10-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,414

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

“ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ემიგრაციაში წასვლა მომიწევდა…
13 წლის მანძილზე რაც შემეძლო გავაკეთე, ყოველთვის უანგაროდ ვიცავდი ერის ინტერესებს, არასდროს შემისრულებია ვინმეს დავალება, არც რაიმე საზღაური ამიღია არასდროს, 2015–2016 წლებში რამდეჯერმე უარი ვთქვი მიმზიდველ პოლიტიკურ შემოთავაზებებზე, რადგან ვერ ვუღალატებდი იმ პრინციპებს რაც ჩემთვის ცხოვრებაში მთავარი ღირებულებები იყო…
ყოველთვის საამაყო იქნება 47 კანონპროექტი, საიდანაც 4 კონსტიტუციაში ჩაიწერა და 3 კანონმდებლობაში. მრავალ უკეთურებასთან ბრძოლა, ფერეიდნელებისათვის ჩატარებული 12 პროექტი და ბრძოლა კოვიდტერორის წინააღმდეგ, სადაც უამრავი ადამიანი გადავარჩინე ტერორსა და იძულებას, ხოლო მრავალი ბიზნესი გაკოტრებას…
სწორედ კოვიდტერორის წინააღმდეგ ჩატარებული მრავალათასიანი აქციების შემდეგ სისტემა მიხვდა, რომ უფინანსოდ და ტელემედიის იგნორის გარეშე 20 000 კაცის გამომყვანი საშიში ვიყავი მისთვის და სპეცსამსახურების ორგანიზებით სოცქსელებში წამოვიდა ცილისწამებებისა და სიბინძურის ტალღა, სადაც ე. წ. “ეროვნულებიც” მონაწილეობდნენ… დავიბლოკე თითქმის ყველა მედიაში, შემიზღუდეს ფეისბუკი და ფაქტობრივად გამანეიტრალეს.
საზოგადოებრივი საქმიანობის მანძილზე ბევრი ღალატი, უმადურობა და სიბინძურე ვნახე, მიუხედავად ამისა, საჯაროდ თითქმის არასდროს (ერთეული შემთხვევების გარდა) არ მისაუბრია ამ საკითხებზე…
სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი იჯერებდა დაწერილ ცილისწამებებს და მონაწილეობდა ჩემს ლანძღვაში…
ნათქვამია: “როცა ბრმას მხედველობა დაუბრუნდება, გადააგდებს იმ ჯოხს, რომელიც მას გასაჭირში ყოველთვის ეხმარებოდაო!” უბედურება იმაშია, რომ თვალიც არ ახელიათ ისე მომიშორეს, არადა კიდევ შემეძლო დახმარება…
უფალს ვთხოვ ყველანი კარგად გამყოფოთ, თუმცა, როდესაც ქვეყანს ასეთი ვაჭრუკანა ხელისუფლება, ასეთი უსუსური პოლიტიკური სპექტრი და ფარისეველ–კონფორმისტი საზოგადოების უმრავლესობა ჰყავს, ოპტიმიზმის იმედი ნაკლებად მაქვს…
დიდი მადლობა ბოლომდე ერთგულ ადამიანებს, ვინც გვერდში მედგა და ვისაც სჯეროდა ჩემი!
P. S. ალბათ ბედის ირონიაა, რომ სამშობლო 1 ოქტომბერს დავტოვე, ანუ ზუსტად 13 წლის შემდეგ, რომელი ხელისუფლების სათავეში მოსაყვანადაც, მაშინ ჩემი წვლილი მეც შევიტანე…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved