• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვერასდროს გავიგებთ რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა“ – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
15:31 03-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,241

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„კიდევ ერთხელ ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის არაგამჭვირვალობაზე: გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ თებერვლის თვეში ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 77,5 მილიონი დოლარი. მარტის თვეშიც გაგრძელდა ალბათ ეს პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ზრდის რეზერვებს ლარის დასუსტების ხარჯზე.
აქ არ არის საუბარი იმაზე, სწორია ეს თუ არასწორი. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად დროულად და სწორად იღებს ინფორმაციას ბაზარი და დაინტერესებული პირები.
რას გვაძლევს ეს რიცხვი, 77,5 მილიონი დოლარი? ბევრს არაფერს. ეს ინფორმაცია ჯერ ერთი ხელმისაწვდომი ხდება მომდევნო თვის 25 რიცხვში, მეორეც, ეს არის ე. წ. სუფთა რიცხვი და არ ვიცით რამდენი მილიონი დოლარი გაყიდა და რამდენი იყიდა ეროვნულმა ბანკმა. აქ მხოლოდ სხვაობაა მოცემული ამ ორ მაჩვენელს შორის. მაგ. იყიდა ასი მილიონი, გაყიდა 25, სხვაობა გამოვიდა წმინდა შესყიდვა 75.
ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გვაძლევს იმის დადგენის შესაძლებლობას, რამდენად ერევა ეროვნული ბანკი კურსის ფორმირებაში, რამდენად იყენებს რყევების შესარბილებლად თუ რეზერვების შესავსებამ მის ამ ინსტრუმენტს.
თუ დავაკვირდებით სავალუტო ბაზრის დინამიკას, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ თებერვლის თვეში ეროვნული ბანკი მხოლოდ ყიდულობდა უცხოურ ვალუტას. რაც შეეხება მარტის თვეს, აქ სურათი ცოტა განსხვავებულია-როგორც ჩანს ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა შესყიდვებს, ვერ გათვალა სწორად ბაზარზე არსებული ტენდენციები, ლარმა დაიწყო გაუფასურება და მის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო შეძენილი უცხოური ვალუტის უკან ჩაბრუნება, ანუ გაყიდვა ლარის კურსის შესანარჩუნებლად. მარტის თვის შედეგებით, შესყიდვები მაინც მეტი იქნება, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ფარგლებში.
ეს ყველაფერი ვარაუდებია. ვერასდროს გავიგებთ რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. 25 აპრილს გავიგებთ მხოლოდ ერთ რიცხვს, სხვაობას გაყიდულ და ნაყიდ დოლარებს შორის.
როდესაც სავალუტო აუქციონზე, ანუ განსხვავებულ პლატფორმაზე ხდება ვალუტით ვაჭრობა, ინფორმაცია იმავე დღესვე ხდება ცნობილი, აუქციონის გარეშე, ე. წ Bmatch პლატფორმაზე კი ფაქტობრივად გასაიდუმლოებულია, რომელსაც ნაწილობრივ ერთი თვის დაგვიანებით ვიგებთ.
ინფორმაციის დამალვა, რაგინდ კეთილი მიზნებით უნდა იყოს განპირობებული, საბოლოო ჯამში იწვევს უარეს შედეგებს, მათ შორის აჩენს მისი არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს.“
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved