• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვერანაირი რუსეთი ვერ მოგვერევა, თუ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე ვუპატრონებთ – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
12:18 08-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ვერანაირი რუსეთი ვერ მოგვერევა, თუ ჩვენს ქვეყანას  ჩვენვე ვუპატრონებთ. ასეთ შემთხვევაში არ ჩაიქნევენ ხელს მოკავშირეები. ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, თბილისის აეროპორტში მსგავსი სურათი არასდროს იქნება. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი გიორგი სანაია. სანაია ავღანეთში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს ომს შორის პარალელებს ავლებს და 

“თქვენ ფიქრობთ, ნაკლები სურათი იქნებოდა თბილისის აეროპორტში 2008 წლის აგვისტოში, ვიდრე რაც ახლა ქაბულში ხდება? იგივე განმეორდებოდა. 
ვინც იმ ომში ქართული არმიის როლს აკნინებს, ბრიყვია ან რუსების პროპაგანდისტი. ჯარისკაცებმა რამდენიმე დღე მოიგეს და ქვეყნის ხელმძღვანელობას დრო მისცეს. ვინც ამბობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსებისთვის პასუხი არ უნდა გაგვეცა, ასეთივე ბრიყვია ან რუსების პროპაგანდისტი. ეგ პასუხი რომ არ ყოფილიყო, სად მოხდებოდა ეგ ომი? უკან გაბრუნდებოდნენ? 
ვინმეს ჰგონია, რომ ამხელა ძალები რუსებმა იმისთვის შეკრიბეს ჩვენს საზღვრებთან; აფხაზეთში რკინიგზა იმისთვის შეაკეთეს; ,,კოსოვოს” საპასუხო ,,საშინაო დავალება” პუტინმა იმისთვის დაანონსა, რომ ჩვენთვის საყვარელი კოდორის ხეობა და ახალგორი მიეტაცებინათ მხოლოდ?! აბა არ გაეწია წინააღმდეგობა ჩვენს ჯარს და წასულიყო ხელისუფლება ქვეყნიდან, როგორც ეს ავღანეთში მოხდა, რა რიგები დადგებოდა აეროპორტში. 
ცალკე იდიოტები არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ხალხის რუსთაველზე შეკრება თურმე ,,გამარჯვების ზეიმი” იყო. ეგ იყო იმის დემონსტრაცია, რომ არ ვეგუებით რუსებს და არ გვეშინია – მიუხედავად იმისა, რომ მათი თვითმფრინავები ჩვენს ცაზე დაფრინავენ და ბომბების ჩამოყრა შეუძლიათ. იქ ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი დადგა ერთად და თქვა, რომ საქართველოს არ დათმობენ. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თუ იბრძვი; თუ შენი არჩევანი მყარია და ხალის უმრავლესობას დასავლეთში უნდა; თუ შენს არმიას აძლიერებ და აჩვენებ, რომ რუსეთსაც კი გაუწევ წინააღმდეგობას და თუნდაც რამდენიმე დღე შენი თავის იმედზე ხარ და სულ სხვას არვშეჰყურებ ხელში მაშინ მოკავშირეები არ მიგატოვებენ. 
ვერანაირი რუსეთი ვერ მოგვერევა, თუ ჩვენს ქვეყანას  ჩვენვე ვუპატრონებთ. ასეთ შემთხვევაში არ ჩაიქნევენ ხელს მოკავშირეები. ასე რომ, ჩვენზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, თბილისის აეროპორტში მსგავსი სურათი არასდროს იქნება. ახლა რუსული პროპაგანდა სწორედ ამას იტყვის – აი ხომ ხედავთ, როგორ მიატოვა ამერიკამ ავღანეთიო. ამიტომ ჯობია უბრძოლველად ჩაგვბარდეთო. ჰოდა, გვკიდია ეგ პროპაგანდა, რადგან თუ ჩვენით არ მოვსპობთ ამ ქვეყანას, ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ. 2008-ში სიამოვნებით დაარჭობდნენ პარლამენტის შენობის თავზე რუსულ დროშას, მაგრამ ვერ ქნეს. დიდი ზიანი მოგვაყენეს, მაგრამ დამოუკიდებლობა ვერ წაგვართვეს. აბა, დავფიქრდეთ, რატომ ? იმიტომ, რომ ჯარმა იბრძოლა; მთავრობა არ გაიქცა; ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლებას მხარში დაუდგა; ხალხმა ჯაჭვი გააკეთა; ,,კონცერტზე” მივიდა; მოკავშირეები ჩამოვიდნენ…- წერს ვახო სანაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved