• რეკლამა
  • კონტაქტი
03:45, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს” – ენმ-ს ხელვაჩაურის დეპუტატი ტოვებს

ალია ავტორი - ალია
01:03 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

“ტვ25”-ის ინფორმაციით, მალხაზ თავდგირიძემ, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე იყო, პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მის მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება, რის გამოც სამართალდამცავებს უკვე მიმართა.

“ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი. პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები მესამე პირს გადასცეს. მე ვერ ვიქნები იმ პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული კეზერაშვილი აფინანსებს. სამართალდამცავებს უკვე მივმართე და მტკიცებულებები წარვუდგინე”,- განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.

ენმ-დან წასული მალხაზ თავდგირიძის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2022 წლის 17 ოქტომბერს,  საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მ.თ-ს განცხადების საფუძველზე სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე  გამოძიება დაიწყო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა მ. თ-მ განმარტა, რომ 2021 წლიდან არის ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე. 2022 წლის 29 აგვისტოს,  ე.ბ.-მ კუთვნილ მობილურ ტელეფონში აჩვენა მასსა და მის თანაფრაქციელ  თ. თ.-ს შორის განხორციელებული მიმოწერის ე.წ. „სქრინები“. მოწმის განმარტებით, ე.ბ.-მ უთხრა, რომ აღნიშნული შეტყობინებები მოიპოვა და მას გადასცა მათივე თანაპარტიელმა მ.ჯ.-მ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ე.ბ-ს და მ.ჯ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელიც დაილუქა მესაკუთრეების თანდასწრებით, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთმტკიცებები გადაიგზავნება ექსპერტიზის ბიუროში  მობილურ ტელეფონებში მ.თ.-ს პირადი მიმოწერის ამსახველი უკანონოდ მოპოვებული და გავრცელებული „სქრინების“ არსებობის დასადგენად.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო უფლებამოსილებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას ასევე მიეკუთვნება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და კერძო კომუნიკაციის უკანონო ხელყოფის ფაქტების გამოძიება”, – წერია განცხადებაში.

თეგები: ენმ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved