• რეკლამა
  • კონტაქტი
20:47, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვერ წარმომიდგენია, რომ ის შეიძლება წავიდეს სპორტიდან იმის გამო, რომ აცრილი არ არის” – მატს ვილანდერი

ალია ავტორი - ალია
22:06 01-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ლეგენდარულმა შვედმა ჩოგბურთელმა და ტელეარხ Eurosport-ის ექსპერტმა მატს ვილანდერმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ბოლო დღეების ყველაზე სკანდალურ სპორტულ ამბავზე, რომელიც მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს უკავშირდება. სერბ ჩოგბურთელს ორშაბათს სასამართლო ელოდება მელბურნში და იქ გადაწყდება – მას უკან სამშობლოში გააბრუნებენ თუ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშის ნებას დართავენ…

მატს ვილანდერი:

მეტი ინფორმაცია გვჭირდება. მაგალითად, რა სამედიცინო გამონაკლისი მისცეს მას, რომლითაც ქვეყანაში შესვლასა და იქ თამაშს იმედოვნებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დამაჯერებლად გრძნობდა თავს და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა. არ ვიცი, რა მომენტში იქნა დაშვებული შეცდომა, რადგან თავდაპირველად მას რაღაცას დაპირდნენ, მაგრამ შემდეგ დაპირება არ შესრულდა.

უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ აცრა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. არ ვიცი, მიეკუთვნება თუ არა ნოვაკი ამ ჯგუფს. მართალია ის, რომ წესების თანახმად, ვაქცინირებული უნდა იყოთ, მაგრამ თუ თქვენ სამედიცინო კუთხით დაამტკიცებთ, რომ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მაშინ უნდა გქონდეთ თამაშის უფლება. ნებისმიერი, ვინც თვითმფრინავში ჯდება, საზღვრის გადაკვეთას იმედოვნებს. როცა ევროპელი აშშ-ში მიემგზავრება და თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს, ისიც ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რადგან, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პოლიციელი, რომელიც თქვენს პასპორტს ამოწმებს. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა ჯოკოვიჩს, რომ მას შეუძლია იმოგზაუროს და გააჩნია საჭირო დოკუმენტები. ის ჩაჯდა თვითმფრინავში და საზღვრის გადალახვა სცადა. ყველაფერი ძალიან ჩახლართულია.

ვფიქრობ, რომ ავსტრალიის მთავრობა არ მოისურვებს ხალხის თვალში სულელად გამოჩნდეს. ავსტრალიაში მალე არჩევნებია და ეს ყველაფერი ასევე შეიძლება პოლიტიკური საკითხი იყოს. პოლიტიკოსები ძლიერები უნდა ჩანდნენ და სწორედ ეს გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, როცა თქვა, რომ ვერავინ შევა ავსტრალიაში აცრის გარეშე. ჯოკოვიჩის შანსები დიდი არ არის, რადგან არც ერთ პოლიტიკოსს არ უნდა იდიოტად გამოჩნდეს, თუ გადაწყვეტილებას ნოვაკის სასარგებლოდ შეცვლის. მე გულწრფელად მინდა, რომ ნოვაკმა მოიგოს, რადგან მისი თამაშის ხილვა მსურს.

მისთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა დანებება და გამოცხადება: “მე სახლში მივდივარ, ეს უკვე მეტისმეტია“. მაგრამ მას, პირველ რიგში, თამაში უნდა. სწორად მოიქცა, რომ დარჩა. ამიტომაც რჩება ამ არაკომფორტულ სასტუმროში იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

ვერ წარმომიდგენია, რომ ის შეიძლება წავიდეს სპორტიდან იმის გამო, რომ აცრილი არ არის. მე მგონია, რომ ის ფიქრობს ამაზე და ყველაფერს კარგად აანალიზებს. მას შეუძლია საკუთარ სხეულზე ზრუნვა.”

წყარო – 1ტვ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved