უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს.
უკრაინის პრეზიდენტი:
„ვერ მივიღებთ იმ თეზისს, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება 30 წელში, ხოლო ნატოში – 50 წელში მოხდება. ეს მოტივაციას გვართმევს და პროცესს ანელებს. სწრაფი სვლისთვის მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო არ უნდა დავკარგოთ.
უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება უახლოეს წლებში სურს, ხოლო რაც შეეხება ნატოს, ალიანსში გაწევრიანების ძალიან მკაფიო ვადების მიღება სურს.”
კომენტარები