ყოფილი პარლამენტარი, გედევან ფოფხაძე, მედიასთან ამბობს:
“აი, ახლა, რომ ვისმენ ძველ დაპირებებს, პირდაპირ შოკში ვვარდები იმის განცდით, რომ აი, იმის საწინააღმდეგო კეთდება, რა დაპირებები იყო გაცემული.
ესეიგი, არა უბრალოდ მოატყუეს ხალხი და არ შეასრულეს გაცემული დაპირებები, არამედ ყველაფერი გაკეთდა საწინააღმდეგოდ, ისტორიული სიცრუე განხორციელდა ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც მიაჩნდა, რომ 1 ოქტომბერი იყო მისი გამარჯვება.
ივანიშვილი ძალიან თვალსაჩინოდ ადასტურებს იმ თეზას, რომ აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის – აბსოლუტირი ძალაუფლება, აბსოლუტურად რყვნის.
ხელისუფლების დეგრადაციის პროცესი განვითარდა 14 წლის მანძილზე ეტაპობრივად, ვერ გეტყვით, რომ პირველივე წლებში იგრძნობოდა ის, რომ ჩვენ მივდიოდით რაღაცა რუსული ფეოდალური, პროვინციული დიქტატურისკენ.”











კომენტარები