• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვერ ეღირსებიან. ჩვენი მოქალაქეების ნდობას არცერთი ბრძანების ძალით ან დასჯის შიშით არ ვუღალატებთ!” – საბა ბრაჭველი

ალია ავტორი - ალია
13:30 06-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი საბა ბრაჭველი:

,,რუსული კანონების აღსრულება რეჟიმმა ოფიციალურად დაიწყო. გუშინ ივანიშვილის მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას ოფიციალურად მოგვთხოვეს რაჟდენის ბიუროსთვის წარმოუდგენელი ინფორმაციის გადაცემა. მაგალითად, ისეთი ინფორმაციის, როგორიცაა ჩვენი ბენეფიციარი, დაცვის ქვეშ მყოფი ან სულაც შეხვედრებზე დამსწრე ადამიანების სიები, სახელები, გვარები, ფოტოსურათები, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.

რომ გაიაზროთ რას ითხოვენ – მაგალითად, ჩემი ორგანიზაცია 200 დღეზე მეტია უსასყიდლო სამართლებრივ დახმარებას აწვდის რეჟიმის მიერ ნაწამებ, ჩაგრულ, დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენი იურისტები იცავენ პოლიტპატიმრების ინტერესებსაც. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ჩაგრული ადამიანის ისტორიის შეგროვებას, დოკუმენტირებას, დამუშავებას, სამართალწარმოებას, მათი სახელებისა და საქმეების ყველგან გაჟღერებას. ანალოგიურად – წლებია, საფარი იცავს, ეხმარება და წარმოადგენს ქალებსა და ბავშვებს. გამჭვირვალობა წლებია, იცავს მამხილებლებს, სასამართლოში მიყვება ათასობით ადამიანს. ეს სია უსასრულოა.

და ახლა ცინიკურად ითხოვენ, რომ ამ ადამიანების, ჩვენი მოქალაქეების ნდობას სრულად ვუღალატოთ, რომ მათი კონფიდენციალური, მათ შორის, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, მათივე მჩაგვრელებს გადავცეთ.

ვერ ეღირსებიან. ჩვენი მოქალაქეების ნდობას არცერთი ბრძანების ძალით ან დასჯის შიშით არ ვუღალატებთ. ვაგრძელებთ ბრძოლას და მუშაობას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად.“

 

NGO-ები: ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციის გადაცემას ითხოვს, არ გავცემთ!

თეგები: საბა ბრაჭველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved