• რეკლამა
  • კონტაქტი
15:14, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვენახის გაშენების ნებართვა – “ოცნება” თვლის რომ ქართული ყურძენი და ღვინო დაბალი ხარისხისაა?

ალია ავტორი - ალია
15:54 02-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,278

ქართული ოცნების პარლამენტმის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

ზურაბ ეზუგბაიას თქმით, ცვლილებებით ზუსტდება ეტიკეტისა და სამომხმარებლო ტარას ტერმინები. კანონს ემატება ახალი ტერმინი – თანხმობა ვენახის გაშენებაზე.

ცვლილებების თანახმად, ღვინის კომპანია ვალდებულია, აღრიცხოს ალკოჰოლიანი სასმელის, სპირტის, ვაზის სამყნობი და სარგავი მასალების წარმოებასა და შენახვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები და ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს სავალდებულო შეტყობინებები.

ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულება გაუჩნდება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის, იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია, ჯამურად, წელიწადში 1500 ლიტრს არ აღემატება.

ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1 მაისამდე გამოიცემა ბრძანება ,,სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ“.

ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კანონით გათვალისწინებული ცვლილებები  მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ახალ გასაშენებელ ვენახებზე გავრცელდება.

ქართული ოცნების გუნდის მტკიცებით, ამ რეგულაციით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაშენდება ვენახები, რაც თავის მხრივ მაღალი ხარისხის ყურძენს მოგვცემს და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას მოვახერხებთ. მათ არ უთქვამთ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში გაშენებული ვაზი, მოყვანილი ყურძენი და წარმოებული ღვინო რა მიზეზთა გამო გამოაცხადეს დაბალხარისხიანად.

უცნობია ჯერჯერობით, რა მოიაზრება თანამედროვე სტანდარტებით ვაზის გაშენებაში და რა ახალ ფინანსურ ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული. ან, თუ აქამდე დაბალი ხარისხის ყურძენი მოგვყავდა და დაბალი ხარისხის ღვინოს ვწურავდით, იმიტომ რომ ვაზი, თურმე, არათანამედრო სტანდარტებით იყო გაშენებული, და თუ უკვე გაშენებულ ვენახს არ შეეხება რეგულაცია, გამოდის, ვისაც უკვე გაშენებული აქვს – ის ისევ უხარისხო ყურძენს და ღვინოს გამოიტანს ბაზარზე?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved