„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შესაძლო შესვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მისი მისაღებია:
„რა ვიცი, როგორ უნდა დავხვდე, ჩვეულებრივად. ეს მისი გადაწყვეტილებაა, მანდატიც მისია, როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს. სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ვიღაცების გადაწყვეტილებაზე ჭკუის დამრიგებელი არ ვარ. საერთოდ სადამრიგებლო კლასში ვინც არის გადასული, ის შემდეგ ცუდად ამთავრებს ხოლმე პოლიტიკას. ყველას თავისუფალი არჩევანი აქვს. როგორც უნდა, ისე მიიღოს გადაწყვეტილება, „ველქამ“.
კომენტარები