• რეკლამა
  • კონტაქტი
09:04, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე” – დანილოვი

ალია ავტორი - ალია
17:42 11-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
310

“ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვოს თქმით, უკრაინული მხარე მზადაა, პარტნიორებს მიაწოდოს რუსული კვალის მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

ასევე, უკრაინული მხარე პოლონეთში აფეთქების ადგილზე წვდომას ითხოვს.

„ჩვენ ვემხრობით ამ ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივი, მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას. მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე. ამას გარდა, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნა დანილოვმა.

ამასთან, უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია დამნაშავე მომხდარში.

„ოფიციალური მოსკოვი მუდმივად მიდის გამწვავებაზე, რომ გამოიწვიოს მაქსიმალური მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში და გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაკეტებთან დაკავშირებულ ექსცესებს სხვა განმარტება ვერ ექნება. ამასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლება შეახსენებს, რომ რუსული რაკეტებისგან ცენტრალური ევროპის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის თავზე ქმედითი საჰაერო ფარის განვითარების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: ალექსეი დანილოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved