• რეკლამა
  • კონტაქტი
04:30, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეხმაურები გიორგი კანდელაკის სტატუსს, გაივსო ჩემი მესენჯერი შეკითხვებით თუ რატომ ვმალავდი ინფორმაციას…” – მარშანია

ალია ავტორი - ალია
18:47 08-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
235

ექიმი, არჩილ მარშანია, ინფექციონისტ, გიორგი კანდელაკის წერილს პასუხობს:

მოგესალმებით ვეხმაურები ბ-ნი გიორგი კანდელაკის სტატუსს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს შესახებ.

პირველ რიგში ვეხმაურები იმიტომ, რომ პროფესიული ღირსების საკითხია, გაივსო ჩემი მესენჯერი შეკითხვებით თუ რატომ ვმალავდი ინფორმაციას და ვაქცინების რეკომენდაციას რომ გავცემ, თურმე ხალხს ვწირავ უფრო მწვავე ინფექციისთვის.

ამ შეკითხვებში და დამოკიდებულებაში არც არაფერია გასაკვირი, ორაზროვნად და დასკვნის გარეშე აწყობილი ის ტექსტი არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანს სხვა აზრისკენ ვერც წაიყვანს, ჩემი მესენჯერის გარდა სტატუსის კომენტარებშიც (ანტივაქსერი ტროლბოტების მხიარული ყიჟინის ფონზე) იგივე დაბნეულობა იგრძნობა.

არავინ არაფერს მალავდა ცხადია, 2020 წლის დეკემბერში ვწერდი მე პირადად რისკებსა და სარგებელზე ვაქცინების შესახებ, სადაც რათქმაუნდა ADE-ც არის განხილული ( https://www.facebook.com/525239291/posts/10158884510864292/ ). აქ უბრალოდ კომუნიკაციის ფორმაზეა და სკანდალურობაზეა საუბარი, ჩემზე ხაზგასმაც ცოტა ღიმილისმომგვრელია რათქმაუნდა, ყველა რისკი და სარგებელი აწონილ-დაწონილია და ისე არის ყველა გადაწყვეტილება მიღებული, მე კი არა, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება ამ პრინციპს ეყრდნობა და გუშინ არ გამხდარა ეს თეორია აქტუალური.

თუმცა იმის კარგად გასააზრებლად, რომ ამ თეორიაში არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ არის, ჯობია ქრონოლოგიურად მივყვეთ ყველაფერს და პირველ რიგში მოკლედ განვმარტოთ რა არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება).

ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) ეს არის იშვიათი ფენომენი, როდესაც იმუნური პასუხის დროს, ანტისხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს ვირუსისგან, არამედ პირიქით, იწვევენ უფრო მწვავე ინფექციას. ის შეიძლება განვითარდეს ინფექციით ან ვაქცინით:

1- მაგალითად: თუ არსებობს ერთი სახეობის ვირუსის ოთხი ტიპი (I, II, III და IV).

I ტიპი ვირუსით დასნებოვნების შემდეგ, იგივე სახეობის თუმცა III ტიპის ვირუსთან თუ გვექნება შეხება, შესაძლოა* განვითარდეს უფრო მწვავე ინფექცია, რადგან პირველი ინფექციის შემდეგ გამომუშავებული ანტსხეულები კი არ იცავენ ორგანიზმს, არამედ ‘’ეხმარებიან’’ ვირუსს (ამის მაგალითია დენგეს ცხელება);

2 – იგივე პრინციპით ეს შესაძლოა* მოხდეს ვაქცინითაც. ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები შესაძლოა* არ იყოს დამცავი და პირიქით, დაეხმაროს ინფექციას. ისტორიაში ამის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა არსებობს. მისი ამოცნობა უმეტესწილად ხდება კვლევებში. ADE-ს განვითარების შემთხვევაში ვაქცინა ეფექტურობას ვერ აჩვენებს, რადგან ამ შემთხვევაში ინფექცია აუცრელ ადამიანში უფრო მსუბუქად წავა, ვიდრე აცრილში.

შესაძლებელია თუ არა ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარდეს კოვიდ19-ს საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგად?

ეს შეკითხვა ერთი წლის წინ, ვაქცინების გამოსვლამდე იყო აქტუალური, ისიც თეორიის, კითხვის ნიშნის და არა მტკიცებითი სახით.

მას შემდეგ ძალიან ბევრი დრო და ხუთ მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინა გავიდა, შესაბამისად დღეს ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება)-ს მაღალ რისკებზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში, სერიოზულად, მითუმეტრეს მტკიცებით ფორმაში, აღარავინ სამეცნიერო მაღალ წრეებში აღარ საუბრობს.

ჩვენ უკე ვნახეთ ვაქცინების ეფექტურობაც და ისიც თუ სად წარმოიშვა საშიში შტამები, მაღალი ვაქცინაციის მქონე ქვეყნებში თუ პირიქით.

ის ცნობილი ენდემური შტამები არ წარმოიქმნილა იქ სადაც ვაქცინაცია სწრაფი და მოცულობითი იყო, არამედ გაჩნდა იქ სადაც ვირუსი სწრაფად და ”ჯოგური იმუნიტეტის” სტილში გავრცელდა:

– ინდური შტამი;

– ბრიტანული შტამი;

– ბრაზილიური შტამი;

– სამხრეთ აფრიკული შტამი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ნებისმიერ თეორიას და აზრს აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმასაც, რომ ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენ ვიცით იმუნოლოგია და ვაქცინოლოგია ამ პლანეტაზე, მხოლოდ ჩვენ გაგვახსენდა ADE და მხოლოდ ჩვენ ვაფასებთ რისკებს ობიექტურად და მთელი დანარჩენი განვითარებული სამყარო და მისი სამეცნიერო საზოგადოება კი ცდება და ასე 2 წელიწადში განვითარებული ქვეყნების უმეტესობა გაწყდება ამ შეცდომის გამო.

თუმცა მოდი მაინც ჩამოვთვალოთ და ვთქვათ რატომ არ არის ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) კორონავირუსების ან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის მაღალი რისკის შემცველი საფრთხე:

პრეკლინიკურ კვლევებში (ცხოველებში) ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

კლინიკურ კვლევებში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

პოსტკლინიკურ დაკვირვებაში ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

მანეტრალიზებელი ანტისხეულიების ტიტრი შესწავლილია და ამის მიხედვით დგება ვაქცინის დოზების განსაზღვრა, დამატებითი დოზები აჩვენებს რომ ზრდის მანეიტრალიზებელი ანტისხეულების რაოდენობას და ამ დროს ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

ვაქცინა არის ეფექტური. არავაქცინირებულთან შედარებით საშუალოდ 90% მეტი შანის აქვს ვაქცინირებულს რომ გადარჩეს და არ განუვითარდეს მძიმე გართულება, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

განვითარებულ ქვეყნებში სადაც მოსახლეობის უმეტესობა აცრილია, სტატისტიკა აჩვენებს რომ სიკვდილიანობა მცირდება, ანუ აცრილებში დაავადება უფრო მწვავედ არ მიმდინარეობს, ანუ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

ერთი ტიპის (ადამიანის კორონავირუსის ყველაზე* გავრცელებული 4 ტიპი არსებობს) კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, მეორე (სხვა) ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

ვაქცინა გართულებების პრევენციის კუთხით რჩება მაღალეფექტური ახალწარმოქმნილი შტამების წინააღმდეგაც, ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს;

როდესაც უკვე ინფიცირებული ადამიანს მკურნალობისას აწვდიან მზა ანტისხეულებს (კონვალესცენტ პლაზმა), ADE-ს განვითარების ფაქტი არ არსებობს.

ანუ რომ გავამარტვოთ და რისკი და სარგებელი ავწონ-დავწონოთ:

დღეს ერთ მხარეს გვაქვს: სწრაფად გავრცელებადი ვირუსი, ყოველ დღე (მსოფლიოს რომ თავი დავანებოთ) საქართველოში ათეულობით მკვდარი ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა, გადატვირთული კლინიკები, ეფექტური ვაქცინა და ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების არც ერთი ფაქტი.

მეორე მხარეს კი გვაქვს: ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) განვითარების შესაძლო თეორია ერთი წლის დაძველებით, რომელიც არც ერთი ფაქტით არ დასტურდება.

ანუ 100% გამორიცხულია, თეორიულადაც კი, რომ ADE (ანტისხეულით გაძლიერებული დაავადება) არ განვითარდება?

როგორც ზემოთ აღვნიშნე ნებისმიერ თეორიას აქვს არსებობის უფლება. მეტიც, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, აბსოლუტურად ყველაფერი, ალბათობაა მთავარი, რა არის იმის შანსი რომ ეს ასე მოხდეს და რას გვიჩვენებს ფაქტები, რა დასტურდება ექსპერიმენტალურად.

და რადგან სამეცნიერო მეთოდი დადებით თეორიას ამტკიცებს და არა უარყოფითს, სამეცნიერო მეთოდით 100%-თ რაიმეს უარყოფა შეუძლებელია.

ანუ თეორიულად:

შეიძლება ჩვეულებრივი, აფთიაქში რეცეპტის გარეშე რომ იყიდება იმ ტკივილგამაყუჩებელის მიღების გამო სტივენ ჯონსონის სინდრომი განვითარდეს, რომლის მწვავე ფორმის დროს სხეულის 30% წყლულდება და სიკვდილიანობა 60% აღწევს;

შეიძლება მეზობლის აივნიდან გადმოვარდნილი ტაფა დაგეცეთ თავზე და მოკვდეთ, ქუჩაში როდესაც გახვალთ;

ასევე შეიძლება მთვარეზე ვარდისფერთავიანი ბეგემოტი ცხოვრობს რომელიც მაღალტოქსიკურ გაზებს უშვებს.

ეს ყველაფერი თეორიულად შეიძლება კი, მაგრამ აქ ”შეიძლებაზე” არ არის, (რომ განვმეორდეთ) ალბათობაა მთავარი, რა არის იმის შანსი რომ ეს ასე მოხდეს, რას გვეუბნება ფაქტები და რა დასტურდება ექსპერიმენტალურად. ამაზეა დაფუძნებული ზუსტად სამედიცინო გადაწყვეტილებები და არა იმაზე ვის რა თეორია მოუვა თავში.

და თუ ეს ყველაფერი უკუღმა გვინდა გავიგოთ, ალბათობას და ფაქტებს არაფრად ვაგდებთ და მხოლოდ თეორიებით გვსურს ვიხელმძღვანელოთ, ოკ რა პრობლემაა, მაშინ:

თავი რომ აგვტკივდება გამაყუჩებელს ნუ მივიღებთ;

ქუჩაშიც ნურასდროს გავალთ, ტაფა რომ არ დაგვეცეს თავში;

და საერთოდაც ღამეები ნუღარ დავიძინებთ მშვიდად, რა დროს ძილია, ემანდ იმ ვარდისფერთავიანმა ბეგემოტმა არ გვაპკუროს მაღალტოქსიკური გაზები მთვარედან. რა იცით რა ხდება, ეშმაკს არ სძინავს!

ჯანმრთელობას გისურვებთ

https://www.mayoclinic.org/…/symptoms-causes/syc-20355936

https://www.nature.com/articles/s41579-020-00462-y

https://www.cdc.gov/coronavirus/types.html

https://www.chop.edu/…/do-covid-19-vaccines-cause…

https://health-desk.org/…/are-covid-19-vaccines-causing…

https://immunizebc.ca/…/do-mrna-vaccines-cause-antibody…

https://www.chop.edu/…/antibody-dependent-enhancement…

https://blogs.sciencemag.org/…/antibody-dependent…

https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/32785649/

https://www.bloomberg.com/…/are-mrna-covid-vaccines…

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები გადის მრავალ კვლევას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კუთხით და შემდეგ მათ ყურადღებით აკვირდებიან.

წყარო: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ინფორმაცია ვაქცინის შესახებ

‘ჩემი ადრესატია დაჩაგრული თანამემამულეები, ვისაც სამსახურის დაკარგვის მუქარით აიძულებენ აცრას, ვისაც მოიხსენიებენ როგორც ვიგინდარებს და მკვლელებს” – გიორგი კანდელაკი

თეგები: არჩილ მარშანიაინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved