• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეღარავინ ხვდება, ვის მხარეს აჯობებს დგომა – ერთი შეხედვით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კობახიძის თუ „ოცნების“ ამომრჩეველში პოპულარული, მაგრამ მოარული ხმებით, წყალშემდგარი ღარიბაშვილის…“

ალია ავტორი - ალია
22:12 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ანი დვალიშვილი, ალია

ზოგადად, „ოცნებაში“ სიტუაცია იმაზე მეტად არის დაძაბული, ვიდრე გარედან ჩანს. გაუთავებელი საუბაარი იმაზე, რომ ნაახალწლევს ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს, მინისტრთა კაბინეტშიც სერიოზულ არასტაბილურობას იწვევს და რაც მთავარია, გუნდის ლიდერთა შორის, ვეღარავინ ხვდება, ვის მხარეს აჯობებს დგომა – ერთი შეხედვით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კობახიძის თუ „ოცნების“ ამომრჩეველში საკმაოდ პოპულარული, მაგრამ მოარული ხმებით, წყალშემდგარი ღარიბაშვილის. პოლიტსაბჭოც ნელ-ნელა მოხსნილთა თავშესაფარს დაემსგავსა და გადაწყვეტილებებსაც რეალურად ღარიბაშვილი-კალაძე-კობახიძის ტრიო იღებს, თუმცა ეს სამეული ერთმანეთს აღარ ენდობა და რაც მთავარია, არცერთმა არ იცის, რა დოზით აქვს მეორეს ან მესამეს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან. თუ აქამდე ყველა „ბლატაობდა“, ივანიშვილს შევხვდი, დავურეკეო, ახლა ამას მალავენ და ცდილობენ, მასთან ურთიერთობაზე აღარ ისაუბრონ.

სხვათა შორის, მმართველ გუნდში გაჩნდა იმის შიში, რომ სალომე ზურაბიშვილმა მის მიერვე ნათქვამი „არა და არასოდეს“ შეცვალოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ასეთ შემთხვევაში, „ოცნება“ მძიმე დღეში აღმოჩნდება. ანუ, ზურაბიშვილის ხელშია ახლა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ან გარეთ გამოვა, ან მინიმუმ 6 წელს ციხეში გაატარებს. „ოცნება“ საკუთარი ნებით მისი გამომშვები არ არის და უკრაინიდანაც შემცირდება ზეწოლა, რადგან იმავე უკრაინამ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაკავების ბრძანება გასცა და ახლა მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დაბრუნდება „შოკოლადის მეფე“ უკრაინაში. არადა, პოროშენკო ამბობს, არაფრის მეშინია და იანვრის დასაწყისში ჩამოვალო. ჰოდა, ამ ლოგიკით, თუ უკრაინის პრეზიდენტყოფილი შეიძლება იყოს დამნაშავე, რატომ არ შეიძლება, საქართველოს ექსპრეზიდენტი იყოს ციხეში?!

ასეა თუ ისე, ქართული პოლიტიკა ახალი წლიდან უფრო მეტ სანახაობას გვპირდება. ერთი ეგაა, პროგნოზის გაკეთებაა ძნელია, რადგან ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ხელისუფლება – 2024-მდე არაფერი შეიცვლებაო, საპასუხისმგებლო თანამდებობებსაც ისე ტოვებენ კონკრეტული პირები, თითქოს საკუთარ ფერმაში მუშაობდნენ და არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ. თუ ისიც გამართლდა და ღარიბაშვილმა დაგვიქნია ხელი, მერე ნახეთ, არაფრისმომცემი სახელები და გვარები. რეალურად ხომ, კობახიძეც, თალაკვაძეც, კუჭავაც და ახლა პაპუაშვილიც არიან ადამიანები არსაიდან. ახლა პრემიერებს გადახედეთ და მამუკა ბახტაძე არ დაივიწყოთ, კაცი, რომელიც „ოცნებაშიც“ კი აღარავის ახსოვს… საბოლოოდ კი, ამ კვირაში გაირკვევა, რომელი ვერსია გამართლდება – ღარიბაშვილი წავა თუ პირიქით, გაიმყარებს პოზიციებს და მეტ-ნაკლებად ყველა სამინისტროსა და პარლამენტის გაკონტროლებას შეძლებს. ეს მეორე ვერსია პოლიტიკაში კარგად ჩახედული ადამიანებისთვის მართლაც სასაცილოა, თუმცა, როგორც ბოლო პერიოდმა გვაჩვენა, ამ ქვეყანაში უპროგნოზო ამბები და ყველა უტოპიური ვერსიები უფრო ცხადდება.

თეგები: ქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved