• რეკლამა
  • კონტაქტი
09:20, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვეგდე მიწაზე, სისხლი მომდიოდა…ეჰ, ადამიანებო! დისტანცია დავიცვათო, იმას არ ნიშნავს რომ სულიც გავიყინოთ” – ლადო აფხაზავა ემოციურ ისტორიას იხსენებს

ალია ავტორი - ალია
11:58 12-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ცნობილი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში ბავშვობაში გადამხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს და საზოგადეობას უზიარებს ერთმანეთში დგომისა და გამხნევების მნიშვნელობას.

“პატარაობისას მოულოდნელად წავიქეცი და ისე ძალიან ვიტკინე ფეხი, რომ მეგონა, ვერასოდეს ავდგებოდი. მაშინ რატომღაც დედა დამიდგა თვალწინ, მისი ემოციები წარმოვიდგინე, ამ ყველაფერს რომ გაიგებდა. უმალ ძალიან ბევრი თანასოფლელი მოგროვდა და ექიმების მოსაყვანად გაეშურნენ, რადგან იმ დროს მობილურები არ იყო, რომ სასწრაფოში დაერეკათ.

მახსოვს იმ მომენტში ყველაზე მეტად ფეხზე წამოდგომა მინდოდა, მაგრამ რამდენიმე უფროსი გაჰყვიროდა, ხელი არ ახლოთ, სანამ ექიმი არ მოვაო. ექიმზე მეტად იმ დროს ადამიანური სითბო მჭირდებოდა, ხელში აყვანა, თანაგრძნობა, მაგრამ ვეგდე მიწაზე, სისხლი მომდიოდა, შეშინებული ვერ ვსაუბრობდი და თვალებით ვეხვეწებოდი იქ მყოფებს, დამხმარებოდნენ. ყველა იმას გაიძახოდა, ჰაერი მიეცით, გაიწიეთო. ძალიან მინდოდა, ვინმე ახლოს მოსულიყო და თავზე მაინც გადაესვა ხელი ჩემთვის. დედა იქ არ იყო, მაგრამ ვინმეს მისი მაგივრობა მინდოდა გაეწია.

მიწაზე გაშოტილი იქ მდგომი ადამიანების ფეხებს ვხედავდი მხოლოდ. უცებ თვალი მოვკარი, როგორ მორბოდა ჩემკენ ერთი ბიჭი. ეს ჩემი ზურიკო იყო, ჩემი თანაკლასელი, რომელიც არავის დაემორჩილა, მომვარდა, ხელი მომხვია და წამომაჯინა. მან მაისური გაიძრო და სისხლიც მომწმინდა. ნახევარი საათის შემდეგ ექიმები მოვიდნენ. ახლა ვხდები, რომ იმ წუთებს ვერ გავუძლებდი, რომ არა ჩემი ერთგული მეგობარი.

ეჰ, ადამიანებო! ჩვენ სხვა ადამიანების დახმარება შეგვიძლია. ბევრი ჩვენგანი სწორედ ისეთ მდგომარეობაშია ახლა, როგორშიც მე ვიყავი იმ დროს, მხოლოდ ყურადღება და ხელის წამეშველება რომ მჭირდებოდა. ახლა ყველაზე რთული პერიოდი გვიდგას ადამიანებს და ერთმანეთთან შორს კი არა, ახლოს უნდა დავდგეთ.

დისტანცია დავიცვათო, იმას არ ნიშნავს რომ სულიც გავიყინოთ და ხელი არ შევაშველოთ ერთმანეთს. ყველა სტრესულ მდგომარეობაში ვართ და ამ სტრესს მაშინ გავუმკლავდებით, თუ თანაგრძნობას გამოვიჩენთ. კეთილმა ადამიანებმა ჩემი მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და საკვების შესაძენად თანხები ჩაგვირიცხეს.

პროდუქტების საყიდლად მარტო არ წავედი, ჩემი კოლეგებიც წავიყვანე, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და შევთანხმდით პროდუქტების ჩამონათვალზე. მათთან ერთად 76 ოჯახის ჭიშკარი შევაღე. როცა დავასრულეთ, თვალს ვერ ვაშორებდი ჩემს თანამშრომლებს, თვალები უბრწყინავდათ და ვერ მალავდნენ ემოციებს. მას შემდეგ ყოველდღე მთავაზობენ გვერდით დგომასა და დახმარებას. ახლა უკვე ისინიც არ ჩერდებიან: კერკეტი კაკლები დაამტვრიეს, თაფლი ქილებში გადაანაწილეს, რომ მოსწავლეებს საახალწლო ნუგბარი დაუმზადონ.
ბედნიერებაა, როცა სხვას ეხმარები და ეს უნდა გააკეთო, რომ გამოსცადო.

ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ვისწავლით სხვა ადამიანებზე ზრუნვას.
დღეს იმ პატარა ბიჭის, ჩემი თანაკლასელი ზურიკოს, საფლავზე ვიყავი და სწორედ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, გადავუხადე მადლობა იმ დღისთვის, იმ სითბოსთვის, იმ დახმარებისთვის, რომელიც იმ დღეს მან გამიწია.

მადლობა ახლა გადავუხადე. ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანე, თუმცა ვიცი, ეს არც სჭირდებოდა. ის ბედნიერი იყო იმით, რაც მაშინ ჩაიდინა და გთხოვთ ყველას, ბედნიერები გახდეთ.

დაეხმარეთ და ნუ დაელოდებით მადლობას.

ჰოდა, დაამტვრიეთ კერკეტი კაკლები, ქილები – თაფლით, ხოლო გული სიკეთით აივსეთ და ნახავთ, როგორ თავისთავად მოვა ბედნიერება”, – წერს ლადო აფხაზავა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved