• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვდგავართ მე და ბებერი მემაწვნე, არ ვიცავთ დისტანციას, კორონაც გვახატია და შავი ჭირიც, რადგან…”

ალია ავტორი - ალია
15:07 04-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“კარზე დარეკეს და ისე ვარ გადაჩვეული მაგ ამბავს, გადამცდა ყავა და ხველებ-ხველებით და გინებით დავაწექი გასაღებად.

გავაღე და ვხედავ დგას ბებერი კაცი, ორი ჩანთა უდევს ფერხთით, დასდის წვიმა, გალუმპულია დობრად, და მეკითხება: – კაი მაწონი ხო არ გინდა შვილო? ოქროყანისაა, ჩემია. არც მაწონი-მაწონის ყვირილი, არც ქილების ჩხარუნი. აეგრე, ჩუმად. ნამალევად.

ჩემი სენტიმენტების და სინაზის ბოლო ნამცეცები ქე წაიღო ამ წყეულმა კარანტინმა. უთევზაობამ, უსიგარეტობამ და უარყობამ ჯერ დამშალა ნერვებად და მერმე გამამკაცრა, გამასალკლდევა, მაგრამ ვუყურებ მემაწვნეს და გამეჩხირა ბურთი ყელში “ბლიად”.

უცებ მომაწვა ყოველი. ესე რო ვართ, ესე @ლეურად რო ვართ მეც და ისიც. მეთქი როგორ არ მინდა. მაწონი მევასება. მაგრამ არ მაქ ეს დედამოტ@ნული ფული.

აეხლა დავუშვებ კომუნალურებს და მერე გიჟივით უნდა ვწერო დღეში ორმოცდაათი გვერდი. რო გადავრჩე. მაგრამ ესეც ხო სადღაც მთისიქიდან მოათრევს ამ წვიმაში უზარმაზარ ჩანთებს და დაიპარება კარდაკარ. ხმას ვერ იღებს, რო არ დააჯარიმონ ამ რეგვენა @ლეებმა. კორონაც ახატია და შავი ჭირიც – ჩემსავით. ჩვენსავით. და იმიტომ კი არ გვახატია, რო მაგარი როჟები ვართ – არა. და ვერც მივახვედრებთ ვერავის, რატომ გვახატია კორონები და შავი ჭირები. რატომ არ გვეხება და სადღაც გადაღმიდან, ჰორიზონტებს მიღმა თუ ჩაგვესმის ექოებად მსოფლიოს ხმა – ვერ მივახვედრებთ ისე, რო უსულგულო სი@ები არ გამოვჩნდეთ.

ხოდა ვდგავართ მე და ბებერი მემაწვნე, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას. არ გვიკეთია პირბადეები, მაგრამ ორივეს ორგანული, ინტუიტური რწმენა გვაქვს და ორივემ ვიცით, რასაც უნდა ვუფრთხოდეთ სინამდვილეში.

არ მაქვს მეთქი ფული და გააძრო და მაჩუქა ერთი ქილა მაწონი და შეერია ისევ ცხოვრებას. ამ დედააფეთქებულ, ამ მშვენიერ ცხოვრებას. მიდევს აგერ ის მაწვნის ქილა საბას ლიტერატურული პრემიის, სტატუეტის გვერდით და მეღიმება სიმწრით, რამეთუ ვხვდები, რომელია სათამაშო და რომელი – ჭეშმარიტი ჯილდო, სამყაროს მიერ მოძღვნილი. რომელს გადავცვლი ერთ ბოთლ ჭაჭაში და რომელს შემოვინახავ, როგორც ნიშანს, რო უნდა გადავრჩე. რო უნდა ვიბრძოლო. რო უნდა ვიცხოვრო, ამის დედაც…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved