• რეკლამა
  • კონტაქტი
05:55, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაზისუბანში მშობლების მკვლელობის მოტივად დედ-მამასთან პირადი უთანხმოება სახელდება

ალია ავტორი - ალია
13:40 04-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

პროკურორის ინფორმაციით, ვაზისუბანში მომხდარი დანაშაულის მოტივად, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი მშობლები მოკლა, სახელდება კონფლიქტი და პირადი უთანხმოება მშობლებთან, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდებოდა. როგორც ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განუცხადა, ახალგაზრდა კაცი მიუთითებს, რომ კონფლიქტი ძირითადად მამასთან ჰქონდა.

პროკურორის განმარტებით, მკვლელობის დროს მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იყო. მისივე თქმით, ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას შუამდგომლობს. პროკურორის თქმით, მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს როგორც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას, ისე დამამძიმებელ გარემოებაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობას.

„ვეცდები ბევრ დეტალზე არ ვისაუბრო, რადგან გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე, საქმეზე მიღებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კონფლიქტი ჰქონდა მშობლებთან, ძირითადად მამასთან, თუმცა რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და აღნიშნული მკვლელობა დაგეგმა გარკვეული დღეებით ადრე, რომელიც 27 აპრილს განახორციელა. ყაჩაღობის ინსცენირებას აღიარებს. ამოღებულია რამდენიმე იარაღი, მამას გააჩნდა რეგისტრირებული იარაღები, თუმცა ამოღებულია არარეგისტრირებული იარაღებიც. ერთ შემთხვევაში მკვლელობა განხორციელებულია მამის რეგისტრირებული იარაღიდან, ხოლო, მეორე შემთხვევაში განხორციელებულია არარეგისტრირებული იარაღიდან“, – განაცხადა იაკობიძემ.

რაც შეეხება კითხვას, მკვლელობა ე.წ. მაყუჩიანი იარღით მოხდა თუ არა, ვინაიდან ორივე გარდაცვლილი მშობელი მკვლელობისას მძინარე მდგომარეობაში იყო, როგორც პროკურორი პასუხობს, გვამებზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა და დამატებითი ინფორმაცია ცნობილი სწორედ სამედიცინო ექპერტიზით გახდება ცნობილი.

„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ორივე მშობელს სხვადასხვა ოთახში ეძინა. მამის მიმართ სროლა განხორციელდა თავის არეში და სხვა ოთახში მყოფი დედის მიმართ კი, ცოტა ხნის შემდეგ. მომხდარი თავადვე აღიარა, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ აღიარება არ გახდა ბრალდების საფუძველი. საქმეზე ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, საუბარია ყაჩაყობის ინსცენირებაზე, საცხოვრებელი სახლიდან წაღებულია ნივთები, რომელიც სწორედ ავტომობილიდან იქნა ამოღებული. სხვადასხვა ნივთებია, მათ შორის, ფული და ოქრო. ამ ეტაპზე, გარკვეული ავტომობილები გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე“, – განაცხადა თამარ იაკობიძემ და აქვე განმარტა, რომ თუ რა კავშირშია მომხდართან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილები ამას გამოძიება დაადგენს.

პროკურორის განმარტებით, მკვლელობის შემდეგ სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა 112-ში და რის შემდეგაც სამაშველო სამსახური ადგილზე გამოცხადდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved